კომუნალური მომსახურება

შეთავაზებული კომერციული სტრუქტურა

იმერეთის აგრო ზონა იწვევს კომუნალური მომსახურებების მიმწოდებელ კომპანიებს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა მიაწოდონ ელექტროენერგია, გაზი, წყალი და გაუწიონ საკანალიზაციო მომსახურება პროექტის ფარგლებში მოქმედ საფერმერო და დამხმარე ბიზნესებს.

შპს "იმერეთის აგრო ზონა" უზრუნველყოფს გარე ინფრასტრუქტურის დროულ განვითარებას და შიდა კომუნალური ქსელის გამართვას და უსაფრთხო ექსპლუატაციას.   

 

ბიზნესებს, რომლებიც იმუშავებენ იმერეთის აგრო ზონაში ხელშეკრულებით, ექნებათ განსაზღვრული ვალდებულება მიიღონ თავიანთი კომუნალური მომსახურება იმერეთის აგრო ზონის მიერ კონტრაქტირებული კომპანი(ებ)ისგან.

utilitychart NOTEXT.png

მომსახურება და ტევადობა

ელ. ენერგია

ბუნ. აირი

სასმელი წყალი

ინტერნეტი

მაქს. ტევადობა: 100 MW/სთ

წლიური 40 მილ კუბური მეტრი 

წლიური 16,400 კუბური მეტრი

დაახლ. 100 კორპ. მომხმარებელი

მფლობელის უფლებამოსილებები 

პროექტი განხორციელდება შესაბამისი ხელშეკრულების და დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც ეხება პროექტის განვითარებას და სამუშაო ფაზას. კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს ექნებათ წვდომა იმერეთის აგრო ზონის მიერ შესრულებულ შიდა კომუნალურ ქსელზე. დამატებით ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოდ გვერდი IAZ GHCD საწარმოო ნაკვეთები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი მიწის ნაკვეთებით სარგებლობასთან დაკავშრებული დეტალები.

გადაცემის მოთხოვნები

შპს "იმერეთის აგრო ზონა" იღებს ვალდებულებას, ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში შეთავაზებული მიწის ნაკვეთების მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად და ბიზნეს გეგმის მიხედვით წინასწარ დადგენილ ვადებში - 2022 წლიდან 2024 წლამდე.

მოსალოდნელია, რომ კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები, რომლებსაც წინადადებების წარდგენი (RfP) ეტაპზე დადებული დასკვნის მიხედვით გაუფორმდებათ ხელშეკრულებები, როგორც გამარჯვებულ რესპონდენტებს, დაიწყებენ შესაბამისი სერვისების მიწოდებას, მიწის ნაკვეთების განვითარების პარალელურად წინასწარ დადგენილ ვადებში.