ტრენინგის მომწოდებლები

სამებაღეო ტრენინგისა და დემონსტრაციის ცენტრისთვის (HTDC)

ზოგადი მიმოხილვა​

იმერეთის აგრო ზონის სასათბურე კლასტერის პროექტი ასევე ითვალისწინებს მებაღეობის სატრეინინგო სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) მშენებლობას. ცენტრი მოემსახურება, იმერეთის აგრო ზონის პროექტში ჩართულ მხარეებს და ასევე საჯარო სერვისის სახით, იმერეთის რეგიონის საფერმერო დიასპორას. მებაღეობის სატრეინინგო სადემონსტრაციო ცენტრისთვის გამოყოფილია დაახლოებით 1.1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

 

შეთავაზებული კომერციული სტრუქტურა

მებაღეობის სატრენინინგო და სადემონსტრაციო ცენტრი (HTDC) გათვალისწინებულია იყოს თვითკმარი სუბიექტი. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს HTDC-ის ოპერირებისთვის საჭირო მომსახურების დანახარჯის გაწევას და შემდგომში არსებული სწავლის საფასურის საშეღავათო პირობებს. აღნიშნული საკითხები დეტალურად იქნება განსაზღვრული წინადადებების მიღების (RfP) ეტაპისთვის.

პროექტის ფინანსები

აღსანიშნავია რომ,  სხვადასხვა განვითარების სააგენტოებმა, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოხატეს თავიანთი პრინციპული მზაობა ხელი შეუწყონ კაპიტალდაბანდების განვითარებას (CAPEX) და მებაღეობის სატრეინინგო და სადემონსტრაციო ცენტრის სრულად გამართვას (HTDC).

HTDC Layout.png