განახლებადი ენერგიის წარმოება

იმერეთის აგრო ზონის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის ინიციატორები - MEPA და RDA განიხილავენ განახლებადი ენერგისს წარმოების მხარდაჭერას. განახლებადი ენერგიის წარმოების მიზანია, ნაწილობრივ ჩაანაცვლოს არსებული ტრადიციული ენერგიის წყაროები, როგორებიცაა ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიის ცენტრალური ქსელით მიწოდება. აღნიშნული განახლებადი ენერგიის წარმოებით, იმერეთის აგრო ზონას სურს, რომ:

  • შექმნას ეკოლოგიურად სუფთა პირობები სასათბურე კლასტერის პროექტის მიწის ნაკვეთზე

  • დაამკვიდროს შედარებით სტაბილური ენერგო მოხმარების ფასი, რომელსაც მოიხმარს სასათბურე მეურნეობა

IAZ-ი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს, რომ განიხილონ განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოების განვითარების შესაძლებლობები, როგორებიცაა:

ბიოსაწვავისგან ელექტრო ენერგიის წარმოება

ელექტროენერგიისა და სითბოს მიღება დასავლეთ საქართველოში არსებული ტყის ნარჩენების დაწვით. (ტყის ნარჩენების მოწოდებას განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტი. იმერეთის აგრო ზონის სამეწარმეო ნაკვეთიდან 5-დან 150კმ-მდე რადიუსში). ასევე იმერეთის აგრო ზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერში და იმერეთის რეგიონში შეგროვებული სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამუშავებით.

ბიოსაწვავისგან ელექტრო ენერგიის წარმოება

 

IEA-ს 2020 წლის ივნისის ანგარიშის თანახმად, 2019 წელს, ბიოსაწვავისგან მიღებული ელექტროენერგიის წარმოება 5%-ით გაიზარდა, რაც 2030 წლისთვის SDS-ის მიერ დაწესებული ზღვარის მისაღწევად საჭირო წლიურ 6%-ზე ნაკლებია. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ბოლოდროინდელი პოზიტიური პოლიტიკა და ბაზრის განვითარება ბიონერგიის საკითხში ოპტიმიზმის მიზესს იძლევა, რაც ხელს უწყობს მათ "სწორ გზაზე მდგომის" სტატუსს.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, MEPA-ს სურს, რომ განიხილოს ტყის მოჭრის და სოფლის მეურნეობის ნარჩენების მართვის გამოყენების შესაძლებლობა ბიოენერგიის წარმოების მიზნით, იმისათვის, რომ საქართველოს დასავლეთ ნაწილში არსებული წლიური ნარჩენების პროპორციული რაოდენობით მოამარაგოს IAZ-ის სასათბურე კლასტერი საჭირო ცხელი წყლითა და ელექტროენერგიით.

 

IAZ-ს სურს, რომ მოიწვიოს კერძო პროექტის ინიციატორები, რომლებიც გამოხატავენ IAZ-ის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის მიწის ნაკვეთზე ბიოგაზის ენერგიის წარმოების პროექტის შემუშავების სურვილს.

ბიოსაწვავისგან ელექტრო ენერგიის წარმოება მდგრადი განვითარების სცენარის ფარგლებში, 2000-2030

145590494_413740546559213_60033946445271
3biomass_plant_3.jpg
Polytechnik_TStyle_1.jpg

ბიოგაზის ენერგიის წარმოება

სითბო და ელექტროენერგია მიიღება ნაკელიდან თხევადი და მყარი ნარჩენების გამოყოფით, რომელიც მეთანის გაზის მიღების და დაწვის მეშვეობით, შეგროვდება IAZ-ის რძის ფერმის სოციალურ პროექტის (700 -ზე მეტი ძროხა) და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მესაქონლეების (ათასობით მსხვილფეხა საქონელი) საწარმოებიდან, რომლებიც ენერგიის გენერაციის პუნქტიდან მაქსიმუმ 50 კმ-ს რადიუსში მდებარეობენ.

კომბინირებული სითბო და ენერგია (CHP)

კომბინირებული სითბო და სიმძლავრე (CHP) ბუნებრივი აირის სათბურში გამოყენების ეფექტური მეთოდია. CHP ელექტროენერგიას წყლის გაცხელებით აწარმოებს და CO2-ს ნარჩენად გამოყოფს. ეს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია სასათბურე წარმოებისთვის.
 

კომბინირებული სითბო და ენერგია (CHP) ასევე ცნობილია კოგენერაციის სახელით. CHP არის ერთ სისტემაში, ელექტროენერგიისა და თერმული ენერგიის ერთდროულად წარმოების პროცესი. განსაკუთრებით სათბურის მეურნეობის შემთხვევაში, კომბინირებული სითბოს და ენერგიის უპირატესობები შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. სასათბურე კულტურები მოითხოვენ რამდენიმე ძირითად ინგრედიენტს: შუქს, ტემპერატურას, ნახშირორჟანგს, წყალს და ნუტრიენტებს. ეს ყველაფერი ფოტოსინთეზის პროცესისთვის აუცილებელია. ფოტოსინთეზის გაუმჯობესება სათბურში ამ ინგრედიენტების გაზრდილი რაოდენობის მიწოდებით შეიძლება. კოგენერაციას ფოტოსინთეზისთვის მნიშვნელოვანი ჩამოთვლილი ელემენტებიდან სამის უზრუნველყოფა შეუძლია. პირველ რიგში, CHP სისტემის მიერ წარმოებული ელექტროენერგია სრულყოფილად შეიძლება იქნეს გამოყენებული, დამონტაჟებული გაზრდისთვის საჭირო სანათების ელექტროენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამის გარდა, კოგენერაციით წარმოებული ელექტროენერგია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ელექტროენერგიის ფასი იმატებს ან/და როდესაც გაზრდისთვის საჭირო სანათების ელექტროენერგიის მოთხოვნა მაღალია.

EIB_edited.png
agenitor_product-line.png