საკვების ხარისხის სერტიფიცირება

როგორც ევროკავშირის ბაზარზე შესვლის საშუალება

GLOBAL G.A.P. გახდა სერტიფიკაციის სტანდარტი, ხოლო ნარჩენების მაქსიმალური დონე (MRLs) ხშირად იურიდიულ შეზღუდვებზე უფრო მკაცრია. როგორც ჩანს, დღეს მყიდველები ისევე არიან სერტიფიკაციით დაინტერესებულნი, როგორც თავად პროდუქტით. გამოცდილი მყიდველები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბაზარზე უფრო და უფრო მეტი ახლად შემოსული მყიდველები ყურადღებას უფრო მეტად დოკუმენტაციაზე ამახვილებენ და პროდუქტის შესახებ ცოდნა არ გააჩნიათ.  სერტიფიკატების, სტანდარტების და ზოგადად დოკუმენტაციის აქტუალურობა რეალობაა, რომელსაც ყველა მეწარმე სუბიექტი უნდა შეეგუოს და რომელიც, მსხვილი საცალო მოვაჭრეების გამო, უფრო მძაფრი ხდება.

დოკუმენტაცია და მკაცრი მოთხოვნები გამოწვევაა ყველა მწარმოებლისთვის, ექსპორტიორისთვის და იმპორტიორისთვის. ამავდროულად, სწორად გამოყენების შემთხვევაში, მათ თავიანთი კონკურენტული პოზიციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობის სერტიფიცირება ევროპული კანონმდებლობით არ არის სავალდებულო, ეს ფაქტორი აუცილებელი გახდა საკვები პროდუქციის თითქმის ყველა ევროპელი იმპორტიორისთვის. ყველაზე მეტად დამკვიდრებული ევროპელი იმპორტიორები არ იმუშავებენ პირთან, რომელიც ვერ უზრუნველყოფს რაიმე ტიპის სურსათის უვნებლობის სერტიფიცირების მტკიცებულებას, როგორც თანამშრომლობის ბაზისს.  


ევროპელი მყიდველების უმრავლესობა მოითხოვს აღნიშნულ სერტიფიცირებას: „გლობალური სურსათის უვნებლობის ინიციატივა“ (GFSI). ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლებისთვის და მოვაჭრეებისთვის, ყველაზე პოპულარული სერტიფიცირების პროგრამებია: 

  • International Featured Standards (IFS)

  • British Retail Consortium Global Standards (BRCGS)

  • Food Safety System Certification (FSSC 22000)

  • GlobalGAP-ის სერტიფიცირება მწარმოებლებისთვის/ფერმერებისთვის