top of page

იმერეთის რეგიონის მესათბურე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შპს „იმერეთის აგრო ზონის“ ორგანიზებით, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონის მესათბურე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს


შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა.


მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის როლს „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განხორციელებაში.


„მესათბურეობის დარგის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ფერმერებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე. მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის დაარსების მიზანიც ესაა, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა დანერგონ ახალი მიდგომები, რაც მათ მოსავლიანობის და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


შპს „იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ და მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჭკუასელმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის საქმიანობაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდეს.


მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის A კლასის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მოკლე პრეზენტაციები წარადგინეს.


შეხვედრის დასასრულს, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის B კლასში 20 ფერმერი გაერთიანდა.


ქუთაისში გამართულ შეხვედრას საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ემზარ ღვინიანიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ზურაბ ჩეკურაშვილი, მებაღეობის სასწავლო სადემონსტრაციო ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრები და წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




Recent Posts

See All

ბაზრის კვლევა სასაზღვრო წერტილების განსაზღვრის მომსახურების შესყიდვის მიზნით

შპს „იმერეთის აგრო ზონა“ აცხადებს ბაზრის კვლევას - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, შპს „იმერეთის აგრო ზონის“ საკუთრებაში არსებულ 157.65ჰა მიწის ნაკვეთის (ს/კ 29.11.33.474 და ს/კ 29.11

bottom of page