top of page

არჩილ ბუკია ამსტერდამში გამართულ საქართველო-ნიდერლანდების ბიზნეს ფორუმს დაესწრო

შპს „იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორი, არჩილ ბუკია ქ. ამსტერდამში გამართულ საქართველო-ნიდერლანდების ბიზნეს ფორუმს დაესწრო.


არჩილ ბუკიამ ფორუმის მონაწილეებს „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.


„მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნიდერლანდური გამოცდილების გაზიარება მესათბურეობის მიმართულებით. „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტი არის ხელსაყრელი ინვესტორების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად უჭერს მხარს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებას და უზრუნველყოფს გარე და შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას, ნაკვეთის სრული შემოღობვას, უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებას და ძირითადი კომუნალური ინფრასტრუქტურის: ელექტროენერგია, გაზი, სარწყავი და სასმელი წყალი, კანალიზაცია მოწყობას. მოწყობილი გარე ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ ინვესტორები, რომლებიც იყიდიან ან იჯარით აიღებენ წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰა ფართობზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთებს და მოაწყობენ სხვადასხვა ტექნოლოგიური დონის სასათბურე მეურნეობებს,“- განაცხადა არჩილ ბუკიამ.


საქართველო-ნიდერლანდების ბიზნეს ფორუმი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს „EUGBC“ და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.






Recent Posts

See All

ბაზრის კვლევა სასაზღვრო წერტილების განსაზღვრის მომსახურების შესყიდვის მიზნით

შპს „იმერეთის აგრო ზონა“ აცხადებს ბაზრის კვლევას - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, შპს „იმერეთის აგრო ზონის“ საკუთრებაში არსებულ 157.65ჰა მიწის ნაკვეთის (ს/კ 29.11.33.474 და ს/კ 29.11

bottom of page