top of page

HortiDaily- ს სტატია იმერეთის აგრო ზონის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ

"საქართველო შეიძლება გახდეს სურსათის ადგილობრივი მიმწოდებელი"


ჯერ-ჯერობით ტერიტორია არ არის განვითარებული, მხოლოდ რამდენიმე სათბურია, რომელთა მაქსიმალური ზომაა 1500 კვადრატული მეტრი, რამდენიმე წელიწადში კი განვითარების საბოლოო ეტაპზე უნდა გახდეს მთავარი სამებაღეო კერა. ჩვენ ვსაუბრობთ იმერეთის აგრო ზონაზე საქართველოში. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, კომერციულ კომპანიებს, როგორც მწარმოებლებს, ასევე თანამედროვე ჯიშების თესლის მომწოდებლებს ექნებათ საშუალება აწარმოონ ბიზნესი აღნიშნულ ტერიტორიაზე.

ტერიტორიაზე არის გამოყოფილი ადგილი - 18,4 ჰექტარ, რომელზეც შესაძლოა ორგანული მეურნეობის წარმოება. მთლიანი მიწის ფართობი 220 ჰა კი დაყოფილია სხვადასხვა ტექნოლოგიურ ზონებად: მაღალი, საშუალო და დაბალი.


იმერეთის აგრო ზონის სასათბურე კლასტერის ფართობები დასავლეთ საქართველოში , ქუთაისთან ახლოს მდებარეობს. აღნიშნული ტერიტორია ახლოა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან. ”ამ ტერიტორიას აქვს შესანიშნავი კლიმატი, ნოყიერი ნიადაგი და საკმარისი სივრცეა როგორც ორგანული წარმოებისთვის ასევე ტრადიციული მეურნეობისთვის. შრომის ხარჯები დაბალია და არსებობს დიდი საბაზრო შესაძლებლობები, რადგან რეგიონი აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს: რუსეთის საზღვარი ახლოსაა. დღეს პომიდორით სავსე სატვირთო მანქანები თურქეთიდან რუსეთში, საქართველოს გავლით მიდიან. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო ადგილობრივი სურსათის მიმწოდებელი, როგორიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი. ” - განაცხადა არჩილ ბუკიამ.


სასათბურე კლასტერის განვითარება წამოწყებული იყო როგორც კერძო ინიციატივა, თუმცაღა ამჟამად სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნულ ტერიტორიას სრულად განვითარებულს შესთავაზებს ინვესტორებს. მოწყობილი იქნება შიდა ინფრასტრუქტურა: შიდა გზები, გარე განათებები, დაცვის სისტემები, ელექტრო ენერგია, გაზი, წყალი და სხვ. ნაკვეთები უნდა გაიყიდოს ან გაქირავდეს 49 წლიანი ვადით კერძო კომპანიებზე, ყოველგვარი მთავრობის მონაწილეობის გარეშე. ამჟამად დაინტერესებულია 20 -ზე მეტი კომპანია: მსხვილი საერთაშორისო ინვესტორები, გერმანული სოფლის მეურნეობის კომპანიები და რუსული სავაჭრო ქსელების წარმომადგენელი კომპანიები, ასევე ადგილობრივი კომპანიები.


არჩილ ბუკია


ამჟამად, დაახლოებით 5,000 მწარმოებელი მდებარეობს ტერიტორიაზე. „მებაღეობის ამჟამინდელი დონე საქართველოში დაბალი ტექნოლოგიისაა და არ არსებობს ცოდნა მაღალტექნოლოგიურ დონეზე. ჩვენ ასევე განვავითარებთ სატრეინინგო ცენტრს, სადაც მოხდება სხვადასხვა პროფესიის მუშა ხელის გადამზადება” - განაცხადა არჩილ ბუკიამ. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან მსხვილი ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტები და ასევე USAID. ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებელი იქნება დემო და სასწავლო ცენტრის შექმნა, სადაც მცირე ფერმერებს შეეძლებათ გაეცნონ თანამედროვე ტექნიკას, ახალ ჯიშებს და ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის დაცვის შესაძლებლობეს. ასევე მიზნად ისახავს კოოპერატივის განვითარების საშუალებას, ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე. დემო და სასწავლო ცენტრის განვითარებასთან ერთად, სასათბურე კლასტერის ტერიტორიაზე შესაძლებლობა იქნება პროდუქტის გადამუშავება და შეფუთვა, ასევე იმუშავებს ერთი-ფანჯრის პრინციპი და საშუალება იქნება ისეთი მომსახურებების მიღების, როგორებიცაა: იმპორტ-ექსპორტის დოკუმნეტაციის შევსება, საბაჟო სივრცე, სხვადასხვა სერტიფიკატების მიღება და სხვ. ”გაყიდვების სფეროში არსებულ კომპანიებს სურთ, რომ საქმიანი ურთიერთბა ჰქონდეთ მხოლოდ გარკვეული მასშტაბის მწარმოებლებთა. აქედან გამომდინარე მწარმოებლებს ეძლევათ საშუალება , რომ გაერთიანდნენ და შუამავალი გადამყიდველი გარეშე, პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ სავაჭრო ქსელებთან. იმერეთის აგრო ზონამ ჩაატარა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სამოქმედო გეგმები.ვ”არსებობს შესაძლებლობები ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, საერთაშორისო მწარმოებლებისთვის და ინვესტორებისთვის, მომწოდებლებისთვის და ახალი პროდუქტების მყიდველებისთვის, მათ შორის საცალო ვაჭრობისთვის." Source: hortidaily.com https://www.hortidaily.com/article/9306951/georgia-can-become-a-local-food-supplier/?fbclid=IwAR2FOWYsAGvht46yL8Cy_xxqSF5odBwhqmjhmgGsayDnar-zmMaLx-e_YBI



Recent Posts

See All

ბაზრის კვლევა სასაზღვრო წერტილების განსაზღვრის მომსახურების შესყიდვის მიზნით

შპს „იმერეთის აგრო ზონა“ აცხადებს ბაზრის კვლევას - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, შპს „იმერეთის აგრო ზონის“ საკუთრებაში არსებულ 157.65ჰა მიწის ნაკვეთის (ს/კ 29.11.33.474 და ს/კ 29.11

bottom of page