Search

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა „იმერეთის აგროზონის“ საწარმოო ნაკვეთი დაათვალიერა

კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე „იმერეთის აგრო ზონის“ საწარმოო ნაკვეთი დაათვალიერა.


შპს „იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ EBRD-ის დირექტორს „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


შეხვედრაზე, რომელსაც მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის დირექტორი, მარინე ეგუტია და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, დევიდ ლი ესწრებდნენ, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.






1 view0 comments