Search

შეხვედრა ესპანეთის საელჩოს ეკონომიკური და კომერციული ოფისის ატაშესთან

8 დეკემბერს, თბილისში, შპს „იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორი არჩილ ბუკია და ამხანაგობის „GeoHolding” & KSH Consortium“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დადიანი ესპანეთის საელჩოს ეკონომიკური და კომერციული ოფისის ატაშეს, გილერმო კესლერს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა იმერეთის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის მიმდინარეობა, წინადადების მიღების პროცესი და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. გილერმო კესლერის თქმით, ესპანური კომპანიების მხრიდან პროექტისადმი დაინტერესება დიდია.


220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგრო ზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი საერთაშორისო და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინვესტირების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც გულისხმობს: მაღალი, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიური სათბურების, შემგროვებელი ლოგისტიკური ცენტრი და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას.



5 views0 comments