Search

სასათბურე მეურნეობები

სათბურები ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინვესტიციაა. რაც უფრო მაღალია ტექნოლოგიების დონე, მით უფრო მარტივად მიიღწევა მჭიდროდ კონტროლირებადი ზრდის პირობები. განასხვავებენ სამი კატეგორიის სათბურს - დაბალი, საშუალო და მაღალი ტექნოლოგიების სათბურებს.

დაბალტექნოლოგიური სათბურები:

  • სათბურების სიმაღლე 3 მეტრზე ნაკლებია;

  • დაბალი ტექნოლოგიის სათბურების კონსტრუქცია შედარებით იაფია;

  • ავტომატიზაცია თითქმის არ გამოიყენება, ვენტილაცია კი სუსტია.

ტექნოლოგიის ეს დონე იდეალურია:

  • პატარა მოცულობის წარმოებისთვის;

  • დაბალი ბიუჯეტისთვის.

საშუალოტექნოლოგიური სათბურები:

  • საშუალო ტექნოლოგიების სათბურების კედლების სიმაღლე მერყეობს 2მ-დან 4მ-მდე, საერთო სიმაღლე კი 5,5 მ-ზე ნაკლებია;

  • ჰიდროპონიკური სისტემები ზრდის წყლის გამოყენების ეფექტურობას.

greenhouse

ტექნოლოგიების ეს დონე იდეალურია:

  • საშუალო მოცულობის წარმოებისთვის;

  • ინვესტორებისთვის/ფერმერებისთვის/მესათბურეებისთვის, რომლებსაც სურთ განაახლონ დაბალტექნოლოგიური სათბურები;

  • ინვესტორებისთვის/ფერმერებისთვის/მესათბურეებისთვის, რომლებსაც სურთ შეამცირონ მუშა ხელის (სახელფასო) ხარჯები.

მაღალტექნოლოგიური სათბურები:

  • მაღალი ტექნოლოგიის სათბურების კედლის სიმაღლე მინიმუმ 4 მეტრია, სახურავი კი 8 მეტრამდეა;

  • მაღალი მოსავლიანობა და უზარმაზარი შესაძლებლობები ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სტაბილურობისთვის;

  • მზარდი მოთხოვნა მაღალტექნოლოგიური ტიპის სათბურებზე.

Greenhouse

ტექნოლოგიის ეს დონე იდეალურია:

  • დიდი მოცულობის წარმოებისთვის

  • ინვესტორებისთვის/ფერმერებისთვის/მესათბურეებისთვის, რომლებსაც სურთ დაზოგონ შრომის ხარჯები

  • ინვესტორებისთვის/ფერმერებისთვის/მესათბურეებისთვის, რომლებსაც აქვთ დიდი ბიუჯეტი

  • მაღალი ტექნოლოგიის სათბურის მომხმარებლების უმრავლესობამ სამჯერ გაზარდა გამომუშავება და შეამცირა შრომის ხარჯები

191 views0 comments