Search

ინოვაციები მესათბურეობის მიმართულებით

სასათბურე მეურნეობების ძირითადი დანიშნულებაა უზრუნველყოს იდეალური გარემო-პირობები კულტურების გაზრდისთვის, მთელი წლის განმავლობაში, განურჩევლად მისი მდებარეობის, ამინდისა და სხვა კლიმატური პირობებისა.

სათბურის საფარის მასალის შერჩევა დამოკიდებულია, მოსავლის სახეობაზე და რეგიონის კლიმატურ პირობებზე. ის შეიძლება განსხვავდებოდეს მარტივი საფარიდან, როგორიცაა ერთფენიანი პლასტმასი ან მინა, ბოჭკოვანი მინა, ორკედლიანი პლასტმასი ან აკრილის ფურცელი.


სინათლე და ტემპერატურა მცენარის ზრდის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაზე გავრცელებული ხელოვნური სინათლის წყაროები, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე სათბურებში, არის თეთრად მანათობელი ნათურები; როგორიცაა ფლუორესცენტური მილები, ლითონის ჰალოგენი და ნატრიუმის მაღალი წნევის ნათურები და შუქის გამომცემი LED-ები.


ორი ყველაზე სასარგებლო ტექნოლოგიური მიღწევა სასათბურე მეურნეობების მართველობის კუთხით არის სათბურის ავტომატური მონიტორინგისა და რეაგირების სისტემები, რომელთა მართვა შესაძლებელია დისტანციურად კომპიუტერის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით.

სენსორული სისტემები გამოიყენება სათბურის სხვადასხვა პირობების ავტომატური მონიტორინგისთვის, როგორიცაა მზის შუქის ინტენსივობა და ხარისხი, ჰაერის ხარისხი და შემადგენლობა, ტენიანობის დონე, მოსავლის ფესვთა ზონებში და მცენარის ხარისხი. ავტომატური მონიტორინგის სისტემებიდან ყველაზე პოპულარულია უკაბელო სენსორული ქსელები და ინტერნეტ სისტემები.

169 views0 comments