Search

იმერეთის აგრო ზონა Fruit Logistica-ზე

კომპანიამ შპს „იმერეთის აგრო ზონა“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო აგრო-გამოფენაში FRUIT LOGISTICA მიიღო მონაწილეობა.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენის ფარგლებში, აგროსექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები. ინვესტორების მოზიდვის მიზნით, შპს იმერეთის აგრო ზონის“ და პროექტის მრჩეველი კომპანიის JV "GeoHolding & KSH Consortium" წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.


შპს „იმერეთის აგრო ზონასთან“ ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტო / RDAს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა 5-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო. ჯამში, საერთაშორისო გამოფენაში 80 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,000-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.

1 view0 comments