Search

დაბალტექნოლოგიური სათბურები


დაბალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები მარტივ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და მათი ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რაც თავის მხრივ, ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობას იძლევა.


დაბალტექნოლოგიური სათბურის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის მკაცრი კონტროლი და ვენტილაციის სისტემის გამართვა. ამ მიზნით, ცხელი და მშრალი კლიმატის მქონე ტერიტორიებზე დაბალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების მოწყობისას მრავალკბილიანი ან ბრტყელი თაღოვანი სტრუქტურები გამოიყენება. მსგავს პირობებში მიწას თიხნარით, ნაკელის ფენითა და მდინარის ქვიშით დაფარვა ხელს უწყობს წყლის შენარჩუნებას. თიხნარი გამოირჩევა წყლის შემაკავებელი თვისებებით, ნაკელი აძლიერებს მიკრობულ აქტივობას, ხოლო მდინარის ქვიშა ინახავს ნიადაგის სინოტივეს, ამცირებს აორთქლების შესაძლებლობას და არასასურველ ტენიანობას.


227 views0 comments