IAZ-ის საერთო მართვა

IAZ-ის O&M მაღალი შეფასების მქონე, ბაზარზე დამკვიდრებული კომპანიებისთვის

კომერციული წარმოდგენები და პრინციპები

იმერეთის აგრო ზონას აქვს ამბიცია, დანერგოს სასათბურე კლასტერის განვითარების საუკეთესო პრაქტიკა შემდეგი ღონისძიებებით: 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორგანიზაციის დაფუძნებით და მისი ფუნქციონირებისა და მოვლა-შენახვის უზრუნველყოფით. ამ ორგანიზაციის ტერიტორიას დაიკავებს იმერეთის აგროზონა, დამატებითი ბიზნესები, მებაღეობის სატრეინინგო და სადემონსტრაციო ცენტრი, 93-მდე ფერმერი და სასათბურე მეურნეობის ინვესტორი.

 

იმერეთის აგრო ზონა განიხილავს სხვადასხვა მიდგომებს აღნიშნული მიზნების მისაღწევად:

  • იმერეთის ფართო საზოგადოებისათვის და მოიჯარეთათვის იმერეთის აგრო ზონის მიერ დაგეგმილი სერვისების შექმნისა და უზრუნველყოფის მიზნით, იმერეთის აგრო ზონასთან ოპერაციული და მართვის (O&M) ხელშეკრულების გზით;

  • იმერეთის აგრო ზონაში სააქციო კაპიტალის ინვესტირებით, ზემოთხსენებულ O&М ხელშეკრულებასთან ერთად, საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) სტრუქტურის საშუალებით, რომელიც შესაბამისობაში მოდის საქართველოს საჯარო-კერძო პარტნიორობის მოთხოვნებთან.

  • იმერეთის აგრო ზონის პირდაპირი შესყიდვის გზით, სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტზე სრული მფლობელობისა და კონტროლის განხორციელების მიღწევით, რაც წინასწარგანსაზღვრული პოლიტიკის შედეგების შესრულების ვალდებულებებთან მოდის შესაბამისობაში.

 

პროექტისთვის მიღებული კომერციული პრინციპები შესაბამისობაში მოვა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. მათ შორის, საქართველოს საჯარო-კერძო პარტნიორობის პოლიტიკასთან და გზამკვლევებთან.

 

გადახდის მექანიზმი და სამუშაო რეჟიმი

თუ შერჩეული მიდგომა მოიცავს კერძო-საჯარო პარტნიორობის სტრუქტურას, დაინერგება შესაბამისი გადახდის მექანიზმი და სამუშაო რეჟიმი საქართველოს საჯარო-კერძო პარტნიორობის სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი ხელმძღვანელობით. ამგვარი მიდგომა ითვალისწინებს მომსახურების წინასწარ განსაზღვრულ გადასახადებსა და დაკისრებული საგადასახადო სანქციების შემცირებას.

 

პროექტის ფინანსები

 

იმერეთის აგროზონას სჭირდება მთლიანად კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული შეთავაზებები RFP ეტაპზე. რესპონდენტთა მიერ წარმოდგენილი დაფინანსების სტრუქტურები უნდა აკმაყოფილებდენ კერძო სექტორის ფინანსების ეფექტურ ფასთა დონის ოპტიმიზაციას.

კერძო საკუთრების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, იმერეთის აგროზონა აქტიურად განიხილავს 2021 წლის III კვარტალში სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას და აქციების ჩამონათვალში მოხვედრით ყიდვა-გაყიდვაში მარტივი მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნას.