EoI-ის მიზნები

ინტერესთა გამოხატვის ზოგადი მიზნები მიმართულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის განვითარების სააგენტოს კონკრეტული პოლიტიკის მიზნების განხორციელებისკენ, რაც უნდა მოხდეს „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე კლასტერის შექმნის გზით.

 

კერძოდ, კანდიდატებმა:

  • თანხმობა უნდა განაცხადონ, რომ იზრუნებენ დასაქმებისა და განვითარების შედეგების მიღწევაზე. სამუშაო ადგილების მაღალი რიცხვის შექმნა ადგილობრივი მუშახელისთვის განსაზღვრულია, როგორც EoI-ის სტრატეგიული მიზანი;​

  • თანხმობა უნდა განაცხადონ რომ „იმერეთის აგრო ზონას“ მისცემენ მიწის შესყიდვაზე პირველი უარის უფლებას. მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც უცხოელი ინვესტორები შეისყიდიან „იმერეთის აგრო ზონის“ მიერ შეთავაზებულ ნაკვეთებს.

  • თანხმობა უნდა განაცხადონ, რომ არ დაყოფენ და არ გაყიდიან მიწას შეთანხმებული განვითარების შედეგების და შეთანხმებული დასაქმების სრული ეკვივალენტის მიღწევამდე; „იმერეთის აგრო ზონას“ მიენიჭება ობიექტის გამოსყიდვის უფლება იმ შემთხვევაში თუ არ იქნება მიღწეული დასაქმების, განვითარების და დაყოფის მორატორიუმის მიზნები;