გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მხარდაჭერის წერილი 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. 2014 წლიდან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (MEPA), საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩაატარა სხვადასხვა კვლევები, გამოავლინა და პრიორიტეტები მიანიჭა რეგიონალური სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორს, რომლის განვითარებასაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA). ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ პროექტად, იმერეთის რეგიონში, სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი განისაზღვრა. დაფუძნდა იმერეთის აგრო ზონა (IAZ), რომელმაც უნდა უზრუნველყოს, იმერეთის რეგიონის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში 220 ჰა სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარება.

IAZ-ის განვითარება პასუხობს სამინისტროს პოლიტიკის ყველა მთავარ მიზანს:

 

  • იმპორტის ჩანაცვლება

  • საექსპორტო ბაზრების განვითარება

  • ხარისხის უზრუნველყოფა და სერტიფიცირება, ტრენინგი და განვითარება

  • მოთხოვნილი ენერგიისა და კომუნალური  მომსახურების სათანადო მიწოდება

  • დამატებითი კვალიფიკაციის მიწოდების სერვისები, როგორებიცაა: ფინანსური, სამართლებრივი და საორგანიზაციო სახის საკონსულტაციო მომსახურება.

ინტერესთა გამოხატვის წარმატებით დასრულების შემდეგ, სასათბურე მეურნეობის კლასტერის განვითარების პროექტი მეორე ფაზაში გადადის - წინადადებების მიღება. აღნიშნული ფაზა ემსახურება წინადადებების მიღებას დაინტერესებული პირებისგან - დამხმარე ბიზნესები, პროფესიული სასწავლებლები, საჯარო და კერძო უნივერსიტეტები, ფერმერები  და ინვესტორები სასათბურე მეურნეობაში. 

IAZ-ის სათბურის კლასტერის განვითარების პროექტს აქვს ჩემი სამინისტროს სრული მხარდაჭერა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას გადავდგათ ყველა საჭრიო ნაბიჯი და ხელი შევუწყოთ პროექტის განვითარებას. ჩემი სამინისტროს, RDA-ს და IAZ-ის სახელით, მადლობას გიხდით IAZ-ის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტით დაინტერესებისთვის და მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას შერჩეულ აპლიკანტებთან პროექტის წარმატებით დასრულებისთვის.