გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მხარდაჭერის წერილი 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,

ბ-ნი ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

 

2014 წლიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (MEPA), საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩაატარა სხვადასხვა კვლევები, გამოავლინა და პრიორიტეტები მიანიჭა რეგიონალური სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორს, რომლის განვითარებასაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA). ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ პროექტად, იმერეთის რეგიონში, სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი განისაზღვრა. დაფუძნდა იმერეთის აგრო ზონა (IAZ), რომელმაც უნდა უზრუნველყოს, იმერეთის რეგიონის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში 220 ჰა სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარება.

IAZ-ის განვითარება პასუხობს სამინისტროს პოლიტიკის ყველა მთავარ მიზანს:

 

  • იმპორტის ჩანაცვლება

  • საექსპორტო ბაზრების განვითარება

  • ხარისხის უზრუნველყოფა და სერტიფიცირება, ტრენინგი და განვითარება

  • მოთხოვნილი ენერგიისა და კომუნალური  მომსახურების სათანადო მიწოდება

  • დამატებითი კვალიფიკაციის მიწოდების სერვისები, როგორებიცაა: ფინანსური, სამართლებრივი და საორგანიზაციო სახის საკონსულტაციო მომსახურება.

 

პროექტის წინასწარი მიზანშეწონილობის კვლევის (pre-feasibility study) წარმატებით დასრულებისა და 220 ჰა მიწის IAZ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, იწყება სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის მეორე ეტაპი: შემოთავაზებული მრავალფეროვანი შესაძლებლობის ფარგლებში, „ინტერესთა გამოხატვაზე“ (EOI) მოწვევა,  IAZ-ში ინვესტიციების განსახორციელებლად, როგორც ოპერატორებისათვის, დამხმარე მომსახურებების, ასევე პროფესიული გადამზადების სასწავლო პროგრამების მიმწოდებლებისათვის, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფერმერებისათვის, IAZ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთების შესყიდვით ან იჯარით აღების საშუალებით. "ინტერესთა გამოხატვის" (EOI) ფარგლებში მიღებული განაცხადების საფუძველზე, მოხდება "წინადადებების მიღებაზე" მოწვევის (RFP) პროცესის წესებისა და პირობების ჩამოყალიბება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. "წინადადებების მიღება" (RFP) პროცესი 2021 წლის შემოდგომაზე გამოცხადდება.

 

IAZ-ის სასათბურე კლასტერის განვითარებას აქვს ჩემი სამინისტროს სრული მხარდაჭერა. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ საჭირო ქმედებების განხორციელებას, რათა წარედგინოს დასმული საკითხები შესაბამის სამინისტროებს, სამთავრობო სააგენტოებს, „საქართველოს PPP სააგენტოს“ ჩათვლით, „აწარმოე საქართველოს“ სააგენტოსა და პროექტში ჩართულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.

 

ჩემი სამინისტროს , RDA-ს და IAZ-ის სახელით, მადლობას გიხდით IAZ-ის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტისადმი გამოხატული ინტერესისათვის და ველით მჭიდრო თანამშრომლობას შერჩეულ პრეტენდენტებთან, პროექტის წარმატებით დასრულების უზრუნველსაყოფად.

ლევან დავითაშვილი (სარძევე ფერმის ბანერი).jpg

  • Provision of additional qualification services, such as financial, legal, and organizational consulting services 

  • Provision of local jobs 

 

Following the successful conclusion of a Expression of Interest,  the Greenhouse Cluster Development Project is now entering a second stage: the Request for Proposal to invest in the IAZ, via various opportunities as an operator, ancillary services provider, vocational training provider and – most importantly – as farmers and investors in greenhouses, via the purchase or lease of land from the IAZ. As a next step, following the evaluation of RfP process, IAZ will grant implementation contracts to awarded Applicants. 

The IAZ's Greenhouse Cluster Development Project has my Ministry's full support. We undertake to take all necessary actions in our capacity as may be required and promote matters under the authority of other Ministries, Departments, or Government Agencies,  such as the "Enterprise Georgia" Agency and dedicated IFI fundings. 

 

On behalf of my Ministry, RDA and IAZ, we thank you for your interest in the IAZ Greenhouse Cluster Development Project and look forward to working closely with selected Applicants to bring the project to a successful conclusion. 

822663503.webp