UNDP_edited.jpg

ლოგისტიკა და გაყიდვები

1024px-USAID-Logo.svg.png
Enterprise_edited.png

ზოგადი მიმოხილვა

 

იმერეთის აგროზონა ექსკლუზიურად მოემსახურება 93-მდე სხვადასხვა სასათბურე მეურნეობის ოპერატორს და განსხვავებული სერვისების მიმწოდებლებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის აღჭურვილობით მომმარაგებლებს, ბანკებს, საცალო მოვაჭრეებსა და კომუნალური მომსახურებით უზრუნველმყოფელებს. დროთა განმავლობაში შესაძლებლობები განვითარდება. იმერეთის აგროზონის ერთი სარკმლის პრინციპის შეთავაზების ფარგლებში, ლოგისტიკურ და გაყიდვების კომპანიებს შეუძლიათ შეაგროვონ პროდუქცია, უზრუნველყონ მისი ხარისხი, შეკრება და შეფუთვა, ცივ საწყობში დროებითი შენახვა, დამქირავებლების სასარგებლოდ საქონლის რეალიზაციის მართვა და ბოლოს პროდუქციის გადაზიდვისთვის მომზადება

შეთავაზებული კომერციული სტრუქტურა

 

იმერეთის აგროზონის ფარგლებში მოქმედი ლოგისტიკისა და გაყიდვების პროვაიდერები სავარაუდოდ, იქნებიან დამოუკიდებელი და თვითკმარი კომერციული ორგანიზაციები. ამისთვის საგანგებოდ გამოიყო სივრცე, რომელიც ახლოსაა როგორც იმერეთის აგროზონის ცენტრალურ მისადგომთან, ისე მომსახურების ობიექტებთან. ოპერატორებს შეუძლიათ შეიძინონ ან იჯარით აიღონ მიწის ნაკვეთები იმერეთის აგროზონისგან. ლოგისტიკურ ცენტრთან დაკავშირებით, IAZ-ს სურს კონკრეტული შემოთავაზების მიღება EoI პროცესის მეშვეობით, რათა განსაზღვროს სამართლებრივი სტრუქტურიების საკითხები (100%-ით IAZ-ის მფლობელობაში მყოფი, PPP პროექტი, 100%-ით კერძო კოოპერატივი, შპს თუ სს სტრუქტურები), რომელსაც უნდა მოიცავდეს მეორე ფაზაში (RFP პროცესი) მოწოდებული წინადადება

კომერციული მოსაზრებები და პრინციპები

 

იმერეთის აგროზონა სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტს იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. მოსალოდნელია, რომ ლოგისტიკური და გაყიდვების კომპანიები აიღებენ ვალდებულებას იმერეთის აგროზონაში მოქმედი ფერმერული და სასათბურე მეურნეობების ბიზნესების ხელშეწყობისთვის. მოსალოდნელი ვალდებულებების ზოგადი მიმოხილვისთვის გთხოვთ გაეცნოთ პირობებს ფერმერული და სასათბურე ინვესტორებისთვის.

პროექტისთვის მიღებული კომერციული პრინციპები შესაბამისობაში მოვა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და პოლიტიკის დოკუმენტებთან. მათ შორის, საქართველოს საჯარო-კერძო პარტნიორობის პოლიტიკასთან და გზამკვლევებთან.

მფლობელობის უფლებამოსილებები

როექტი განხორციელდება მფლობელობის და ხელმისაწვდომობის შესაბამისი უფლებამოსილებების თანახმად, რომელიც ეხება როგორც განვითარების, ისე სამუშაო ფაზას. ლოგისტიკური და გაყიდვების სერვისების ფუნქციონირებისთვის საგანგებოდ გამოიყო მიწის ნაკვეთები. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ, ინფორმაცია ნაკვეთების შესახებ, რომლებშიც დაწვრილებით არის აღწერილი შეთავაზებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობასთან დაკავშირებული დეტალები.

გადაცემის მოთხოვნები

 

იმერეთის აგროზონა  გარე ინფრასტრუქტურისა და ინტერესის გამოხატვის (EOI) ფარგლებში შეთავაზებული მიწის ნაკვეთების მოსამზადებელ სამუშაოებს  განახორციელებს ეტაპობრივად, 2022 წლის გაზაფხულიდან 2024 წლამდე, წინასწარ დადგენილი ბიზნეს გეგმის ორი ფაზის მიხედვით.

მოსალოდნელია, რომ ლოგისტიკური და გაყიდვების კომპანიები, რომლებსაც წინადადების წარდგენის (RFP) ეტაპზე დადებული დასკვნის მიხედვით გაუფორმდებათ ხელშეკრულებები, როგორც აუქციონში გამარჯვებულებს, დაიწყებენ შესაბამისი სერვისების მიწოდებას მიწის ნაკვეთების განვითარების პარალელურად, ეტაპობრივად, იმერეთის აგროზონის მიერ დადგენილი ფაზების მიხედვით.

შესაძლებლობა კომერციული განვითარებისათვის

93 ფერმერული და სასათბურე მეურნეობის ბიზნესთან წვდომის პრივილეგიასთან ერთად, რომლებიც იმერეთის აგროზონაში სრული განვითარების ეტაპზე იფუნქციონირებენ, ლოგისტიკის კომპანიის მეპატრონეს შეეძლება გააფართოვოს სერვისების მიწოდების ქსელი ახლომდებარე წვრილ ფერმერებსა და კოოპერატივებზე, რომლებიც უკვე აწარმოებენ ბოსტნეულს, მწვანილეულსა და კენკრას კოპიტნარის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასა და სოფლებში: ფარცხანაყანევი, მაღლაკი, გეგუთი და ტყაჩირი.

ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივის - „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), IAZ მოწვეულია განიხილოს „შესაფუთი სახლის“ (Packaging House) კონცეფციის შემუშავების შესაძლებლობა IAZ-ის სასათბურე მეურნეობის კლასტერული განვითარების აგროწარმოების ზონაში, საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციასთან (PMAG) თანამშრომლობით, რომელიც აქტიურად არის მხარდაჭერილი გაეროს განვითარების პროგრამის „კლასტერები განვითარებისთვის - უკეთ განვითარებული ბიზნესი საქართველოში“ მიერ (Clusters 4 Development - Better Business Sophistication in Georgia) (https://eu4business.eu/projects/page-2/).