%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%91%E1%

ინტერესთა გამოხატვა (EoI)

1 მარტს იმერეთის აგრო ზონა ფორმალურად მოიწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

 

საერთაშორისო, გამჭვირვალე, საჯარო EoI-ის გამოცხადებით, რომელიც ემსახურება IAZ-ის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის გაცნობას ადგილობრივი ფერმერებისთვის, კოოპერატივებისთვის, მეწარმეებისთვის, ბოსტნეულის, მწვანილისა და კენკრის პირველადი ან/და მეორეული მწარმოებლებისთვის. EoI ითვალისწინებს მათ მოწვევას გამჭვირვალე საჯარო შეთავაზებით - რათა აღნიშნულმა მხარეებმა მოახერხონ IAZ-ის მიერ შეთავაზებული სარგებლით (როგორებიცაა: პრივილეგირებული ფინანსური და სამართლებრივი სტრუქტურირების და ტექნოლოგიური მხარდაჭერის შესაძლებლობები, პროფესიული განათლების შეთავაზება ადგილობრივი მუშახელისთვის, მომავალი აგრონომებისვის, გაყიდვების აგენტებისვის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების მენეჯერებისვის, ბუღალტრებისვის, პროდუქტის სერტიფიკაციის სპეციალისტებისთვის და ა.შ) სარგებლობა.

ინტერესთა გამოხატვის მოწვევის ამ დოკუმენტით, იმერეთის აგრო ზონა ეთანხმება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებული სასოფლო-სამეურნეო მასალის/აღჭურვილობის მომწოდებელი კომპანიების, ისევე როგორც სხვადასხვა ტიპის სასათბურე ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების მოწვევას, რათა მათ მოახერხონ შეთავაზებული შესაძლებლობით სარგებლობა და შეძლონ IAZ-ის სასათბურე მეურნეობების კლასტერთან თანამშრომლობა ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარების პრინციპების საფუძველზე, რომელიც შემდგომში საზოგადოებას მიეწოდება IAZ-ის მებაღეობის ტრენინგისა და სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) მეშვეობით.

 

იმერეთის აგრო ზონა ასევე იწვევს საერთაშორისო, მაღალი შეფასების მქონე, ბაზარზე დამკვიდრებული O&M კომპანიებს შემდეგი მიზნით: ჩნდება შესაძლებლობა, აღნიშნულმა მხარემ მოახდინოს IAZ-ის ყოვედლღიური საოპერაციო მომსახურების მიწოდების აქტივობების მართვა IAZ-ის სხვადასხვა პოტენციური კერძო ბენეფიციარების სასარგებლოდ. აღნიშნული აქტივობები მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება) ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის განაწილებას, წყლის რესურსით მომარაგებას/ექპსლუატაციას და ნარჩენების მართვას.