IAZ სასათბურე კლასტერის განვითარების (GHCD) პროექტი

შპს IAZ-ი, როგორც სასათბურე კლასტერის შემქმნელი და O&M მომსახურების მიმწოდებელი

IAZ-ი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, განვითარების სააგენტოებთან და საელჩოებთან. იმერეთის აგრო ზონა, როგორც პროექტის განმახორციელებელი და მომსახურების მიმწოდებელი, პროექტის ბენეფიციარებს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, რომელიც მოიცავს:

  • O&M ინფრასტრუქტურა​​

  • „ერთი-ფანჯრის“ პრინციპი იმპორტისა და ექსპორტისთვის

  • „ერთი-ფანჯრის“ პრინციპი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებისთვის​​

  • ფინანსური და სამართლებრივი კონსულტაცია​​

  • ენერგორესურსები​​

  • ნარჩენების მართვა ​​

  • ტექნიკური კონსულტაცია​​

  • კონსულტაცია სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების​​ შესახებ

  •  ტრეინინგ ცენტრი​

IAZ-ის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების (GHCD) პროექტის მართვა

IAZ-ის პროექტის მართვის მიზნით, ჩამოყალიბდა მართველი კომიტეტი. IAZ-ის მმართველი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა 2020 წლის თებერვალში. პირველი სხდომით, კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარედ აირჩიეს MEPA-ს მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი გიორგი ხანიშვილი. პირველი სხდომის შედეგად, დამტკიცდა კომიტეტის წევრების ის სია, რომელიც კონსულტაციას უწევს MEPA-ს მინისტრს IAZ-ის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების ("GHCD") პროექტის საკითხებში. IAZ-ის მმართველი კომიტეტის წევრები წარმოადგენენ ისევე როგორც საქართველოს მთავრობას მინისტრის მოადგილეების დონეზე, ასევე RDA-ს და IAZ-ის საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებელ ამხ. "გეოჰოლდინგ & KSH კონსორციუმს".

 

2020 წელს IAZ-ის მმართველი კომიტეტის 3 სხდომა ჩატარდა, რამაც განაპირობა წარმატებული კოორდინაცია, IAZ-ის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პირველი ეტაპის წარმატებული განხორციელება და IAZ-ის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის 2021 წლის 2 ეტაპის გზამკვლევის დამტკიცება.

MEPA-RDA Green Chart GEO_page-0001.jpg
822663503.webp