IAZ-ის მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი (HTDC) 

განვითარების სააგენტოებთან, IFI-ებთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით

შპს იმერეთის აგრო ზონა იწვევს აგრო მასალების მომწოდებელებს, რომ IAZ-თან ერთად (IFI-ებთან და განვითარების სააგენტოებთან თანამშრომლობით) მონაწილეობა მიიღონ სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს მიწის ნაკვეთზე, მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) განვითარებაში:

Tskaltubo%20Land%20Plot_edited.png

ფაზა 1

ფაზა 2

Screenshot 2021-02-22 013039.png

მაღალ ტექნოლოგიური სათბურები (148.830 მ²)

საშუალო ტექნოლოგიური სათბურები (211.543 მ²)

დაბალ ტექნოლოგიური სათბურები (225.845 მ²)

პლასტიკატის  ტიპის სათბურები (294.979 მ²)

ბადის ტიპის სათბურები (72.222 მ²)

ტუნელის ტიპის სათბურები (69.32 მ²)

მებაღეობის სატრენინგო და სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) განლაგება

htdc pilot ppp.png

თანამედროვე ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და კულტივაციის მეთოდების ცოდნის გადაცემა 

   დაინტერესებული მხარეები:

  • ტრენერები

  • ფერმერები 

  • მენეჯერები და ტექნიკური პერსონალი 

  • სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის სტუდენტები

   საკითხები:

  • სათბურის წარმოების ტექნიკური საკითხები

  • მდგრადი განვითარების ტექნოლოგიები

  • საწარმოო, შრომითი ძალის მენეჯმენტი

  • სურსათის უვნებლობა

   მდგრადობა:

  • კომპანიების შემოწირულობები ინოვაციური ტექნოლოგიების წარმოსაჩენად

  • კურსების საფასური

  • მოსავლის წარმოება და გაყიდვა

  • გრანტით უზრუნველყოფა

 

 

მოწვევა აგრო მასალების მომწოდებელი კომპანიებისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ HTDC-ის განვითარებაში

იმერეთის აგრო ზონა იწვევს საერთაშორისო და ადგილობრივ სხვადასხვა ტექნოლოგიის სათბურის მწარმოებლებს, აღჭურვილობებისა და სხვა აგრო მასალების მომწოდებელ კომპანიებს, რომ მონაწილეობა მიიღონ IAZ-ის მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) განვითარების პროცესში. მონაწილეობა ითვალისწინებს, მათი მხრიდან საკუთარი პროდუქციისა და სერვისის გაყიდვას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღონ დამატებითი სარგებელი:

  • იმერეთის რეგიონის წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, IAZ-ის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის ადგილზე არსებულ 93-მდე ბოსტნეულის, მწვანილის, კენკრისა და ყვავილის მწარმოებლებს, წარუდგინონ და მიყიდონ საკუთარი პროდუქცია.​

  • არსებულ რამდენიმე ათას მესათბურეს და კოოპერატივს, რომლებიც საქართველოს სრული წარმოების 70%-მდე მწვანილს და უმეტეს ბოსტნეულს, კენკრასა და ყვავილს აწარმოებენ, წარუდგინონ და მიყიდონ საკუთარი პროდუქცია.​​

  • ტრენინგ პროგრამების მეშვეობით საკუთარი პროდუქციის გაცნობა რეგიონალური ბაზრებიდან,  როგორებიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი და ა.შ. ჩამოსული მოსაწავლეებისთვის.