სასათბურე მეურნეობების ინვესტორები
IAZ-ის სათბურის კლასტერის განვითარების პროექტი 220 ჰა მიწაზე ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს სთავაზობს ინვესტიციის განხორციელებას მაღალი-საშუალო ან/და დაბალ-ტექნოლოგიურ სათბურებში.
GHCD პროექტის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი ინსენტივები პოტენციური ინვესტორების მოსაზიდად:
უნიკალური სამართლებრივი და ფინანსური ბაზა უცხოელი ინვესტორებისთვის:
-
სასურველი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყიდვა და 100%-იანი საკუთრების მოპოვება;
-
სასურველი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გრძელვადიანი იჯარით სარგებლობაში აღება.

შემოთავაზებული მიწის ნაკვეთები:
-
ორივე საწარმოო ნაკვეთი საკმაოდ ახლოს მდებარეობს ადგილობრივ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებთან;
-
ორივე მიწის ნაკვეთი ახლოს მდებარეობს ეროვნულ გზატკეცილთან, რკინიგზასთან, აეროპორტთან და საზღვაო პორტებთან.

წყალტუბოს საწარმოო ტერიტორიაზე IAZ-ის მიერ შემოთავაზებული „ერთი ფანჯრის“ პრინციპით სერვისების
მიღების შესაძლებლობა:
-
ხარისხის სერტიფიკატის მიღება სხვადასხვა ბაზარზე არსებული საექსპორტო მოთხოვნების შესაბამისად;
-
სურსათის ეროვნული სააგენტოს (NFA) მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მოპოვება,
-
იმპორტ-ექსპორტის დეკლარაციები;
-
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან სახელმწიფო რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება.


სრულად განვითარებული ინფრასტრუქტურა და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროები:
-
ეროვნული გზატკეცილიდან წყალტუბოს მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი 7მ სიგანის ბეტონის გზა და ბაღდათის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი 7მ სიგანის ასფალტის გზა;
-
7მ და 5მ სიგანის ინდივიდუალურ ნაკვეთებამდე მისასვლელი შიდა გზები;
-
üსაზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტუქტურის ხელმისაწვდომობა ორივე საწარმოო ტერიტორიაზე.
