სასათბურე მეურნეობების ინვესტორები

ზოგადი მიმოხილვა

220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული იმერეთის აგრო ზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის ბიზნესებს ინვესტირების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს სპეცილაურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთების მეშვეობით. მიწის ნაკვეთები დაყოფილია ტექნოლოგიური ზონების მიხედვით: მაღალ ტექნოლოგიური და საშუალო ტექნოლოგიური სათბურებისთვის, პლასტიკატისა და ბადისგან დამზადებული სათბურებისათვის, ღია საველე (სპეციალურად გამოყოფილ ზონაში) და ორგანული ფერმერული მეურნეობისათვის.

იმერეთის აგრო ზონის ყველა ინვესტორი ისარგებლებს პროექტის მიერ ცენტრალიზებული სრული მომსახურების სერვისებით, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფით, სასაწყობე ფართით და ლოგისტიკით, მებაღეობის სატრეინინგო და სადემონსტრაციო ცენტრით (HTDC).

 

შეთავაზებული კომერციული სტრუქტურა

იმერეთის აგრო ზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ამოცანების განხორციელებას, „საუკეთესო პრაქტიკის“ საფერმერო კლასტერის ამუშავებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ინოვაციების წახალისებით, პროდუქტიულობის გაუმჯობესებით და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანით იმპორტის ჩანაცვლებასა და საექსპოტო ბაზრების ზრდაში.

 

იმერეთის აგრო ზონას სურს მოიზიდოს ბიზნესები, რომლებიც:

  • იზიდავენ და ინარჩუნებენ საინვესტიციო ინდუსტრიას.

  • ჰქმნიან ახალ და მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს.

  • წვლილი შეაქვთ იმერეთის რეგიონალური ეკონომიკის ზრდასა და მდგრად განვითარებაში.

 

ამავდროულად, იმერეთის აგრო ზონა მიზნად ისახავს გააჩინოს დასაქმების შესაძლებლობები იმერეთის რეგიონის მოსახლეობისთვის, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. 

 

უპირატესობა მიენიჭებათ რესპონდენტებს, რომლებიც წარადგენენ იმერეთის აგრო ზონის სავალდებულო მოთხოვნების შესაბამის შეთავაზებებს.

კომერციული მოსაზრებები და პრინციპები

იმერეთის აგრო ზონა სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტს ახორციელებს იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და სოციალური ზრდის გასაძლიერებლად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ნასყიდობის ხელშეკრულებაში და სხვა დამხმარე დოკუმენტაციაში ჩადებულია პირობები, რომლებიც ავალდებულებენ მიწის შემსყიდველებს ან მოიჯარეებს პროექტის მიზნების გათვალისწინებას.

ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ სახელშეკრულებო პირობებს:

  • შემსყიდველები ვალდებულნი არიან, დაიწყონ საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვანწილად განვითარება, როგორც წესი, შესყიდვიდან 2 წლის  განმავლობაში;

  • შემსყიდველები ვალდებულნი არიან, მიაღწიონ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასაქმების მიზნებს, როგორც წესი, შესყიდვიდან 3 წლის განმავლობაში;

  • შემსყიდველებს ეკრძალებათ საკუთარი მიწის ნაკვეთების ნაწილებად დაყოფა იქამდე, სანამ არ შეასრულებენ დასაქმებისა და განვითარების დასახულ ამოცანებს;

  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული წილის გაყიდვის შეთანხმება, როგორც წესი, უნდა მოხდეს  დაყოფის გეგმის რეგისტრაციიდან 28 დღის ვადაში;

  • იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ვერ შეასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს, სახელმწიფო იტოვებს უფლებას განსაზღვრული პირობებით გამოისყიდოს ნაკვეთი.

 

მფლობელობის უფლებამოსილებები

პროექტი განხორციელდება მფლობელობის და ხელმისაწვდომობის შესაბამისი უფლებამოსილებების თანახმად, რომელიც ეხება როგორც განვითარების, ისე სამუშაო ფაზას. ჯამში როგორც გასაყიდად, ისე იჯარით ასაღებად გამოყოფილია 93 მიწის ნაკვეთი, რომელთა ზომებიც 0.3 ჰექტარიდან 8.8 ჰექტარამდე მერყეობს. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ სლაიდები „ინფორმაცია ნაკვეთების შესახებ“, რომლებშიც დაწვრილებით არის აღწერილი შეთავაზებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობასთან დაკავშირებული დეტალები.

რესპონდენტებს ვურჩევთ აირჩიონ ერთზე მეტი მიწის ნაკვეთი, როგორც ნაჩვენებია სლაიდებზე „ინფორმაცია ნაკვეთების შესახებ“ მოთავსებულ გეგმაში ნიმუშად. მიწის ნაკვეთზე კონკურენციის გაჩენის შემთხვევაში, შეთავაზების შეფასების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება შეწონილი კრიტერიუმების თანახმად, რომლებიც აღწერილია EoI შეფასების I ნაწილში - „შესაძლებლობა“, და ნაკვეთი გადაეცემა ყველაზე მაღალი ქულის მფლობელ შეთავაზებას. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია რესპონდენტებს შერჩეული ჰქონდეთ მეორე და მესამე ვარიანტი.

 

​გადაცემის მოთხოვნები

იმერეთის აგრო ზონა  გარე ინფრასტრუქტურისა და ინტერესის გამოხატვის (EoI) ფარგლებში შეთავაზებული მიწის ნაკვეთების მოსამზადებელ სამუშაოებს  განახორციელებს ეტაპობრივად, 2022 წლის გაზაფხულიდან 2024 წლამდე, წინასწარ დადგენილი ბიზნეს გეგმის ორი ფაზის მიხედვით. ტენდერში გამარჯვებულ პირს მიწის ნაკვეთი გადაეცემა წინადადების წარდგენის (RfP) ეტაპზე გაკეთებული დასკვნების შესაბამისად: მიწის ნაკვეთის შიდა ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების პერსპექტივით.

​​​​​​.