ხშირად დასმული კითხვები

RfP პროცესის განმავლობაში, აპლიკანეტბს შეუძლიათ მოითხოვონ განმარტება IAZ-ისგან RfP-ის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით. კითხვები უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტის მეშვეობით - rfp@iaz.ge.

აპლიკანტების მიერ ყველა დასმული კითხვები გახდება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა აპლიკანტისთვის აღნიშნული გვერდის (FAQ) მეშვეობით. (კითხვები შესაძლოა არ გახდეს საჯარო თუ აპლიკანტის მიერ დასმული შეკითხვა არ არის ზოგადი სახის და ეხება მხოლოდ ერთ აპლიკანტს)

საკონკურსო დანართების შევსების ინსტრუქცია

კითხვა: რა არის RfP?
პასუხი: RfP - წინადადების მიღება. RfP-ის მოთხოვნების შესაბამისად, აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ვალდებულებითი ხასიათის მქონე წინადადებები, რომელიც განსაზღვრულია RfP დოკუმნეტში. დოკუმენტების ჩამოსატვირთად გთხოვთ მიჰყევით ბმულს https://ka.iaz.ge/request-for-proposal. მოცემული პროცესი მიზნად ისახავს კერძო სექტორის ჩართულობას, რათა მოხდეს კონკურსის პრინციპზე დაფუძნებული, ისეთი წინადადებების მომზადება, რომელიც სრულად ესადაგება პროექტით დასახულ მიზნებს. IAZ-ი აპირებს, რომ შევიდეს ისეთ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომ უზრუნველყოს პროექტში იმ აპლიკანტების მონაწილეობა, ვისი წინადადებებიც საუკეთესოდ ესადაგება განსაზღვრულ მოთხოვნებს.


კითხვა: როგორ დავრეგისტრირდეთ აპლიკანტად?
პასუხი: აპლიკანტად რეგისტრაციისთვის, დაინტერესებულმა მხარემ უნდა შეავსოს საკონკურსო დანართი. განაცხადის რეგისტრაცია უნდა მოხდეს არაუგვანეს 06.12.2021, 18:00 საათისა საქართველოს დროით, rfp@iaz.ge-ს მეილზე განაცხადის გამოგზავნის საშუალებით. შერჩეული რესპონდენტები, მოწვეულები იქნებიან დაგეგმილ ინვესტორთა ბრიფინგზე, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ მიიღონ ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაცია მიმდინარე RfP პროცესთან დაკავშირებით.


კითხვა: რა ვალდებულებები აქვს აპლიკანტს წინადადების წარდგენის შემთხვევაში?
პასუხი: RfP-ის მოთხოვნების შესაბამისად, აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ვალდებულებითი ხასიათის მქონე წინადადებები, რომელიც განსაზღვრულია RfP დოკუმნეტში. IAZ-ის პრეროგატივა იქნება, თითოეულ შემოთავაზებულ წინადადებაზე მოლაპარაკებების საწარმოებლად, მხოლოდ ერთი სასურველი აპლიკანტის შერჩევა. მსგავსი ქმედება არ ითვალისწინებს ღირებულების ნაწილში რაიმე სახის შეღავათის გათვალისწინებას ან კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევას, რათა კანდიდატმა არ გამოიყენოს „საუკეთესო და საბოლოო წინადადების“ (best and final offer) განთავსების შესაძლებლობა ან არ ისარგებლოს წინადადებების ხელახალი წარდგენის სხვა გახანგრძლივებული საშუალებით.

RfP-ის განაცხადების მიღების ეტაპის შემდეგ, IAZ-ი სწრაფად დაასრულებს მოალაპარაკებების ფაზას და ინტენსიურად გააგრძელებს პროექტის დოკუმენტაციის მომზდებაზე მუშაობას. 

IAZ-ი არ აპირებს აანაზღაუროს ან რაიმე სახის სხვა წვლილი შეიტანოს, აპლიკანტების მიერ წინადადების მომზადებისას, ან ზოგადად RfP პროცესში მონაწილეობისას, გაწეულ დანახარჯებთან მიმართებით.

 

კითხვა: ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და როგორ უნდა გახდეს იმერეთის აგრო ზონის სასათბურე კლასტერის წევრი?

პასუხი: თუ თქვენ ხართ აგრო-მასალების მომწოდებელი, აქტივების მართვის კომპანია, ლოგისტიკური კომპანია, სასათბურე მეურნეობის მენეჯერები, საკვების მწარმოებლები, EPC (ინჟინერიის, წარმოების, მაღალი/საშუალო და დაბალი ტექნოლოგიის სათბურების მიწოდების/მარკეტინგის მთავარი მიმწოდებელი) ან სხვა სასათბურე მეურნეობებთან დაკავშირებული კომპანია, შეგიძლიათ შეავსოთ საკონკურსო დანართი. დოკუმენტაციის ჩამოსატვირთად გთხოვთ მიჰყევით ბმულს: https://www.iaz.ge/request-for-proposal 

 

კითხვა: რა არის ინვესტორთა ბრიფინგი?

პასუხი: ინვესტორთა ბრიფინგი არის ინფორმაციული შეხვედრა, რომლის მიზანია დეტალების გაცნობა პროექტით დაინტერესებული მხარეებისთვის. 

პირველი ინვესტორთა ბრიფინგი 25 ნოემბერს გაიმართა. მეორე ინვესტორთა ბრიფინგი 9 დეკემბერს არის დაგეგმილი. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.iaz.ge/request-for-proposal .

 

კითხვა: სად ვიპოვო ინფორმაცია ინვესტორთა ბრიფინგების შესახებ, თუ ის გამომრჩა?

პასუხი: ინვესტორთა ბრიფინგების ჩანაწერები და პრეზენტაციები (როგორც ინგლისურ ასევე ქართულ ენაზე) შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე. https://www.iaz.ge/usefulinfo

 

კითხვა: უნდა გამოვაგზავნო თუ არა საკონკურსო დანართები, თუ ისინი უკვე წარვადგინე ინტერესის გამოხატვის (EoI) დროს?

პასუხი: დიახ, თუ RfP-ის პროცესში გეგმავთ წინადადების გამოგზავნას, უნდა შეავსოთ RS-ის ფორმები და გამოაგზავნოთ მისამართზე rfp@iaz.ge. დოკუმენტაციის ჩამოსატვირთად გთხოვთ მიჰყევით ბმულს: https://www.iaz.ge/request-for-proposal 

 

კითხვა: არასწორად შევსებული განაცხადის შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა განაცხადის რედაქტირება?

პასუხი: თუ აპლიკანტი არასწორად შეავსებს საკონკურსო დანართს, მას შეუძლია ხელახლა წარადგინოს სწორად შევსებული საკონკურსო დანართი ვადის ამოწურვამდე, რომელიც ამჟამად დადგენილია 2021 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე. ამ თარიღის შემდეგ აპლიკანტებისგან მიღებული წინადადებები დაგვიანებულად ჩაითვლება.

 

კითხვა: თუ მე არ ვეძებ მიწის ყიდვას სათბურის წარმოებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვარ დაინტერესებული პროექტით, მაგალითად, როგორც აგრო მასალების მომწოდებელი, როგორ უნდა შევავსო საკონკურსო დანართები? მოქმედებს თუ არა იგივე დასაქმების მიზნები? როგორ ავირჩიო ნაკვეთის ნომერი?

პასუხი: გთხოვთ, შეავსოთ საკონკურსო დანართების სექციები, რომლებიც ეხება თქვენს ინტერესებს, მონიშნეთ სექციები, რომლებიც არ გეხებათ, როგორც „გამოუსადეგარი“ და მოგვაწოდეთ მოკლე განმარტებები. ასევე, შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სხვა დოკუმენტებში ან სამოტივაციო წერილში.

თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეფასების კრიტერიუმები ვრცელდება ყველა აპლიკანტზე. რეკომენდირებულია ახსნათ, თუ როგორ უწყობს ხელს, მაგ., აგრო პროდუქტების მომწოდებლის როლი განსაზღვრული პოლიტიკის მიზნების მიღწევაში.

რაც შეეხება ნაკვეთის ნომერს, დამხმარე ბიზნესისთვის, თქვენ არ გჭირდებათ ნაკვეთის ნომრის მითითება, რადგან IAZ აპირებს ამ ბიზნესების განთავსებას თავის სერვის ცენტრში.

 

კითხვა: არის თუ არა იმ კომპანიების საჯარო სია, რომლებიც მონაწილეობენ IAZ-ის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტში?

პასუხი: ინფრასტრუქტურის ყველა დეველოპერი და EPC კონტრაქტორი შეირჩევა გამჭვირვალე ტენდერის გამოცხადების პროცედურის მიხედვით 2022 წლის გაზაფხულიდან.

 

კითხვა: შეუძლიათ თუ არა უცხოელ ინვესტორებს შეიძინონ მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეკუთვნის იმერეთის აგრო ზონას?

პასუხი: დიახ, უცხოელ ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინოს იმერეთის აგრო ზონის კუთვნილი მიწის ნაკვეთები. 

მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონი ზოგადად არეგულირებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვას სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში, IAZ-ს აქვს უფლება გაყიდოს ნაკვეთები სასათბურე მეურნეობის კლასტერის განვითარების პროექტის ფარგლებში. ექვემდებარება ცალკეულ დამტკიცებებს, რომლებიც განიხილება IAZ-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და IAZ-ის მიმართ მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

მყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ IAZ დააწესებს სპეციალურ პირობებს, რომლებიც დაავალდებულებს მიწის მყიდველებს პროექტის მიზნებისადმი სავალდებულო ვალდებულებების აღებას. ასევე, არაქართველი ინვესტორები უნდა დაეთანხმონ IAZ-ს მიწის ხელახალი შესყიდვაზე პირველი უარის უფლების მინიჭებას.

 

კითხვა: მიწა რომ ვიყიდო, რას მივიღებ?

პასუხი: მიწის შეძენის შემთხვევაში, თქვენ გამოგიყოფთ მიწის შერჩეულ ფართობს კერძო საკუთრებაში საქართველოს კანონმდებლობისა და IAZ-ზე მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

IAZ განავითარებს გარე ინფრასტრუქტურას, მაგ., შიდა და გარე გზები, ყველა საჭირო კომუნალური ინფრასტრუქტურა: ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი, სასმელი და საირიგაციო წყალი, საკანალიზაციო არხები და ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები.

IAZ-ის ყველა ინვესტორი სარგებლობს IAZ-ის ცენტრალიზებული სრული სერვისის მომსახურებით, რომელიც მოიცავს "ერთი-ფანჯრის" პრინციპს: იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება/რეგისტრაცია, ფიტოსანიტარული სერთიფიკატის მიღება, იმპორტისა და ექსპორტის დეკლარაციების მომზადება და სხვა. მათ ექნებათ წვდომა კერძო კომპანიების  სერვისებზე, მათ შორის ლაბორატორიული ტესტირება, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტიზაცია/სერტიფიცირება, ფინანსური, იურიდიული და ტექნოლოგიური კონსულტაციები და მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრით.

ინვესტორები ვალდებულნი იქნებიან გაიღონ საერთო ინფრასტრუქტურის ხარჯების პროპორციული წილი. შესაბამისად, ასეთი პროპორციული ვალდებულებები იქნება RfP პროცესის საგანი.

ასეთი ზოგადი მოვლის ვალდებულებები პროპორციულად ჩაითვლება თქვენს საიჯარო განაკვეთში, თუ თქვენ აირჩევთ მიწის იჯარას.

 

კითხვაუზრუნველყოფს თუ არა IAZ მიწის ნაკვეთებს ზოგად ინფრასტრუქტურას?

პასუხი: იმერეთის აგრო ზონის საწარმოო ნაკვეთები უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო კომუნალური ინფრასტრუქტურით.  იმერეთის აგრო ზონა უზრუნველჰყოფს 40 მგვტ-ზე მეტი ელექტროენერგიის და 40 მლნ მ3 ბუნებრივი აირის მიწოდებას.  კომუნალური ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს სასმელი და სარწყავი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებს.

პროექტის კონცეფციის თანახმად, სერვისის მიწოდება განხორციელდება „ერთი-ფანჯრის“ პრინციპით. იმერეთის აგრო ზონის სასათბურე კლასტერის მოიჯარეებს და ფერმერებს იმერეთის რეგიონის სოფლებიდან ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისები: იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება/რეგისტრაცია, ფიტოსანიტარული სერთიფიკატის მიღება, იმპორტისა და ექსპორტის დეკლარაციების მომზადება და სხვა. მათ ექნებათ წვდომა კერძო კომპანიების  სერვისებზე, მათ შორის ლაბორატორიული ტესტირება, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტიზაცია/სერტიფიცირება, ფინანსური, იურიდიული და ტექნოლოგიური კონსულტაციები და სხვა.

კითხვა: თუ მე მაქვს ბიზნეს ინტერესები სოფლის მეურნეობის მიმართულებით, როგორ შემიძლია მონაწილეობის მიღება იმერეთის აგრო ზონის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტში?

პასუხი: IAZ მიესალმება ინვესტორებს, რომლებსაც აქვთ წინასწარი გამოცდილება და შემოთავაზებული პროექტის განხორციელების დემონსტრირებული უნარი, მაგ., აქვთ არსებული ბიზნეს ინტერესები სოფლის მეურნეობაში.

იმისათვის, რომ დაინტერესებული მხარე ჩართული იყოს იმერეთის აგრო ზონის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტში, უნდა გამოაგზავნოს საკონკურსო დანართები. დოკუმენტაციის ჩამოსატვირთად გთხოვთ მიჰყევით ბმულს: https://www.iaz.ge/request-for-proposal

 

კითხვა: თუ წინადადება შემომაქვს კონსორციუმის სახელით, შემიძლია თუ არა კიდევ სხვა კონსორციუმთან ერთად წინადადების შემოტანა, ან ინდივიდუალურად, დამატებით კიდევ სხვა წინადადების შემოტანა?

პასუხი: დიახ, შეგიძლიათ - არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული, ინდივიდუალური კომპანიების მონაწილეობაზე რანდენიმე კონსორციუმის ან  ცალკეული აპლიკანტების სახით.

თუმცა, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ გარემოებას, რომ როდესაც განაცხადი ივსება კონსორციუმის სახელით, განმცხადებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საკონკურსო დანართებში არსებული დეკლარაციის შევსება, საჭიროა კონსორციუმის ფარგლებში მოღვაწე თითოეული წევრის მიერ, რითაც კონსორციუმის დანარჩენი მონაწილეები დაადასტურებენ შეფასების პროცესში ჩართულობას.

კითხვა: შემიძლია მონაწილეობა მივიღო ტექნიკური მომსახურების მართვის გადაწყვეტილების მიღებაში?

პასუხი: IAZ შეიმუშავებს, იმუშავებს და შეინარჩუნებს GHCD-ს მისი ოკუპანტების/განმცხადებლების სასარგებლოდ, მათ შორის გარე ინფრასტრუქტურისა და ცენტრალურად მართული სრული სერვისის ობიექტების ჩათვლით, მაგალითად, ხარისხის უზრუნველყოფა, საცავი და ლოჯისტიკა, აგრობიზნესის მარაგი და მებაღეობის სასწავლო და განვითარების ცენტრი.

დადებული იქნება მომსახურების დონის ხელშეკრულებები IAZ-სა და ოკუპანტებს/განმცხადებლებს შორის, რომელიც განსაზღვრავს გაწეული მომსახურების ხასიათს და მოცულობას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

იმის უზრუნველსაყოფად, რომ IAZ სერვისი მუდმივად აკმაყოფილებს ოკუპანტების/განმცხადებლების მოლოდინებს, IAZ დაამყარებს საკონსულტაციო პროცესს, მაგალითად, საკონსულტაციო ორგანოს შექმნის გზით, რომელიც შედგება ოკუპანტების/განმცხადებლებისგან და მომსახურების მიმწოდებლებისგან.

კითხვა: თუ მე მაქვს სასათბურე მეურნეობა, შემიძლია თუ არა გამოვიყენო ეს პროექტი ჩემი წარმოების გაფართოებისთვის?

პასუხი: დიახ, შეგიძლიათ.

კითხვა: პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა ვიყო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) ან სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) სხვა პროგრამის ბენეფიციარი?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია - IAZ-ის პროექტში მონაწილეობა არ არის ურთიერთგამომრიცხავი ნებისმიერი სხვა პროგრამის მიერ შემოთავაზებული MEPA, RDA ან სხვა სააგენტოები/ინსტიტუტები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს.

ასევე, IAZ GHCD-ის ყველა ინვესტორი ისარგებლებს IAZ-ის მჭიდრო კავშირით საერთაშორისო განვითარების სააგენტოებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ადგილობრივ ბანკებთან, რაც მათ შესთავაზებს ტექნიკურ დახმარებას და დაფინანსების შესაძლებლობებს.

კითხვა: ნახშირორჟანგის წარმოება და CHP-ის სისტემები
პასუხი: იმერეთის აგრო ზონა განიხილავს CHP სისტემების გამოყენებას. კომბინირებული სითბო და ენერგია (CHP) არის უაღრესად ეფექტური პროცესი, რომელიც მოიხმარს სითბოს, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების პროცესის გვერდითი პროდუქტია. ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა იმერეთის აგრო ზონის წინადადებების მიღების პროცესში და შემოიტანონ წინადადება. 

კითხვა: რა განსხვავებაა მაღალ, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიურ სათბურების მიწის ნაკვეთებს შორის?
პასუხი: პროექტის კონცეფციის მიხედვით, იმერეთის აგრო ზონის საწარმოო ადგილები დაყოფილია სხვადასხვა ტექნოლოგიურ ზონებად. მიწის ნაკვეთების ფასები განსხვავდება სხვადასხვა ტექნოლოგიურ ზონაში, რადგან სხვადასხვა ზონას აქვს სხვადასხვა წვდომა კომუნალურ რესურსებზე. მაგალითად, დაბალ ტექნოლოგიურ სათბურებს ესაჭიროებათ ნაკლები ენერგია და ბუნებრივი აირი, ასევე შეზღუდულია ამ კომუნალურ მომსახურებაზე წვდომა. მეორე მხრივ, არ არსებობს შეზღუდვები საშუალო და მაღალ ტექნოლოგიური მიწის ნაკვეთების კომუნალური რესურსების მომარაგებით.

 

კითხვა: შეუძლიათ თუ არა ინვესტორებს საკუთარი ნაკვეთების ხელახლა გაყიდვა, თუ არის გარკვეული შეზღუდვები?
პასუხი: ინვესტორებს შეუძლიათ ხელახლა გაყიდონ თავიანთი ნაკვეთები; თუმცა, IAZ იტოვებს უფლებას პირველი უარი თქვას მიწის ხელახალ შესყიდვაზე, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც უცხოელი ინვესტორები ყიდულობენ მიწის ნაკვეთებს.

კითხვა: როგორ შეიძლება სათბურის მწარმოებელი იყოს იმერეთის აგროზონის GHCD პროექტის ნაწილი?
პასუხი: იმერეთის აგრო ზონა იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს: სათბურის ინვესტორებს, საინვესტიციო კომპანიებს, კერძო ან/და სახელმწიფო უნივერსიტეტებს, O&M კომპანიებს, ფინანსურ ინსტიტუციებს, კომუნალურ პროვაიდერებს, EPC კონტრაქტორებს და ა.შ. წინადადების მოთხოვნის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სადაც შეგიძლიათ ზუსტად აღწეროთ თქვენი როლი პროექტზე. წინადადების გამოგზავნით, იმერეთის აგრო ზონას ეძლევა შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთან

 

კითხვა: მუშაობს თუ არა IAZ კონკრეტულ პროგრამულ პლატფორმაზე GHCD-ისთვის?
პასუხი: იმერეთის აგრო ზონა განიხილავს მისი პლატფორმის დიჯიტალიზაციას, რაც ფერმერებს და სხვა მომწოდებელ კომპანიებს გაუმარტივებს ერთმანეთთან კავშირს. თუმცა, ამ ეტაპზე აუცილებელია პლატფორმისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა და ფუნქციონალურად გამართვა. 

კითხვა: რას მოიცავს გამოცხადებულ მიწის ფასი?
პასუხი: RfP დოკუმენტში მოცემული ფასები ეხება მხოლოდ მიწის შესყიდვას. ყველა აპლიკანტმა საკუთარი სახსრებით უნდა გაწიოს ხარჯი და ააშენოს საკუთარი სათბურები. IAZ უზრუნველყოფს ყველა საჭირო კომუნალური სერვისების მოწოდებას. 

კითხვა: შემგროვებელი ლოგისტიკური ცენტრის ოპერირების მექანიზმი
პასუხი: შემგროვებელ და ლოგისტიკურ ცენტრს (CLC) IAZ-ი განიხილავს, როგორც GHCD პროექტის უმნიშვნელოვანეს ასპექტს. CLC-ი მიზნად ისახავს სასათბურე კლასტერის წევრებისა და ტენანტების პროდუქციის შეგროვებას და არსებული პროდუქციისთვის (ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა და ყვავილები) დამატებითი ღირებულების მისანიჭებლად სათანადო ბაზის შექმნას,   ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე შუამავლების ჩართულობის გარეშე გატანის და საბაზრო ფასად გაყიდვის ორგანიზებას. უფრო მეტიც, ბაზრის კვლევის მუდმივად ჩატარებით, შემგროვებელი და ლოგისტიკური ცენტრი მიაწოდებს მის ბენეფიციარებს ინფორმაციას ბაზრის შესახებ და პროდუქციის მოცულობის გაზრდისა და ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე უკეთესი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, მხარს დაუჭერს სინდიკაციებს.

კითხვა: არის თუ არა RfP პროცესი მხოლოდ ინვესტორებისთვის?
პასუხი: არა, თუ თქვენ ხართ აგრო-მასალების მომწოდებელი, აქტივების მართვის კომპანია, ლოგისტიკური კომპანია, სასათბურე მეურნეობის მენეჯერები, საკვების მწარმოებლები, EPC (ინჟინერიის, წარმოების, მაღალი/საშუალო და დაბალი ტექნოლოგიის სათბურების მიწოდების/მარკეტინგის მთავარი მიმწოდებელი) ან სხვა სასათბურე მეურნეობებთან დაკავშირებული კომპანია, შეგიძლიათ შეავსოთ საკონკურსო დანართი.

დოკუმენტაციის ჩამოსატვირთად გთხოვთ მიჰყევით ბმულს: https://www.iaz.ge/request-for-proposal