%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%91%E1%

ინტერესთა გამოხატვა (EoI)

2020 წლის მარტში, იმერეთის აგრო ზონამ გამოაცხადა არა ვალდებულებითი ინტერესთა გამოხატვა (EoI) და ფორმალურად მოიწვია ყველა დაინტერესებული მხარე სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტში მონაწილეობის მისაღებად. საერთაშორისო, გამჭვირვალე და საჯარო EoI-ის გამოცხადების მთავარი მიზანი იყო, იმერეთის აგრო ზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერის განვითარების პროექტის გაცნობა. 

 

EoI ასევე ითვალისწინებდა, ადგილობრივი ფერმერების, კოოპერატივების, მეწარმეების, ბოსტნეულის, მწვანილისა და კენკრის პირველადი და მეორეული მწარმოებლების მოწვევას გამჭვირვალე საჯარო შეთავაზებით - რათა აღნიშნულმა მხარეებმა მოახერხონ IAZ-ის მიერ შეთავაზებული წინადადბებით (როგორებიცაა: პრივილეგირებული ფინანსური და სამართლებრივი სტრუქტურირების და ტექნოლოგიური მხარდაჭერის შესაძლებლობები, პროფესიული განათლების შეთავაზება ადგილობრივი მუშახელისთვის, მომავალი აგრონომებისვის, გაყიდვების აგენტებისვის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების მენეჯერებისვის, ბუღალტრებისვის, პროდუქტის სერტიფიკაციის სპეციალისტებისთვის და ა.შ) სარგებლობა.

ინტერესთა გამოხატვის მოწვევის ამ დოკუმენტით, იმერეთის აგრო ზონა ეთანხმება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებული სასოფლო-სამეურნეო მასალის/აღჭურვილობის მომწოდებელი კომპანიების, ისევე როგორც სხვადასხვა ტიპის სასათბურე ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების ჩართულობას, რათა მათ მოახერხონ შეთავაზებული შესაძლებლობით სარგებლობა და შეძლონ IAZ-ის სასათბურე მეურნეობების კლასტერთან თანამშრომლობა ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარების პრინციპების საფუძველზე, რომელიც შემდგომში საზოგადოებას მიეწოდება IAZ-ის მებაღეობის ტრენინგისა და სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) მეშვეობით.

იმერეთის აგრო ზონამ ასევე მოიწვია საერთაშორისო, მაღალი შეფასების მქონე, ბაზარზე დამკვიდრებული O&M კომპანიები შემდეგი მიზნით: ჩნდება შესაძლებლობა, აღნიშნულმა მხარეებმა მოახდინონ IAZ-ის ყოვედლღიური საოპერაციო მომსახურების მიწოდების აქტივობების მართვა IAZ-ის სხვადასხვა პოტენციური კერძო ბენეფიციარების სასარგებლოდ. აღნიშნული აქტივობები მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება) 

  • ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის განაწილებას

  • წყლის რესურსით მომარაგებას/ექპსლუატაციას

  • ნარჩენების მართვას