IAZ სასაქონლე ფერმის სოციალური პროექტი

IAZ სარძეო მეურნეობა 125 ჰა ნაკვეთზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

Dairy Farm MAP ENG & GEO_page-0002.jpg

იმერეთის აგრო ზონა, მის საკუთრებაში არსებულ 125 ჰა მიწის ნაკვეთზე, გეგმავს სარძეო მეურნეობის განვითარებას. პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს კოპიტნარის დევნილთა დასახლებისა და ფარცხანაყანევის მოსახლეობას რძის წარმოებისთვის თანამედროვე, თვითკმარი მეცხოველეობის ფერმის  დაარსებასა და განვითარებაში. აღნიშნული ფერმის მეშვეობით, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს მეტი შემოსავლის მიღების საშუალება გაუჩნდეთ, რომელიც მიღწეული იქნება:

dairy.jpg
  • საძოვრებისთვის და პირუტყვის საკვების წარმოებისთვის 125 ჰა მიწის ნაკვეთის ოფიციალურად გადაცემით

  • ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თანამედროვე ძროხის ბეღელის, მოსაწველი და შემნახველი ობიექტების შექმნით

  • დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ძროხების მესაკუთრეების კოოპერატივის ჩამოყალიბება ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისთვის და მაღალი ხარისხის რძის წარმოებისა და გაყიდვისთვის მდგრადი ბაზისის შექმნით

  • მეცხოველეობის ფერმისა  და სურსათის წარმოების  ადგილას  დევნილთა თემის წევრებისთვის სამუშაო ადგილების შექმნით

  • კოპიტნარის დევნილთა დასახლების ახალგაზრდა მოსახლეობისთვის სხვადასხვა გადამზადებისა და სასწავლო პროგრამების შეთავაზებით

  • წარმოებული რძის კონკურენტუნარიანი გაყიდვების ორგანიზება ხელმისაწვდომ საბაზრო ფასად, ისე რომ არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ ერთი ყველის მწარმოებელ კოოპერატივზე, როგორც საბითუმო მყიდველზე, ან/და სხვა არსებულ შუამავლებზე  ბაზარზე უფრო მცირე რაოდენობების შესატანად.