IAZ-ის მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი (HTDC)
განვითარების სააგენტოებთან, IFI-ებთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით
MEPA-ს პოლიტიკის მიზნების შესრულების განუყოფელი ნაწილი, IAZ-ის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი (HTDC). HTDC მოემსახურება IAZ-ის ტენანტებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ფერმერთა დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც IAZ-ის სასათბურე კლასტერის წევრები იქნებიან. HTDC-სთვის განკუთვნილია დაახლოებით 1.1 ჰა მიწის ნაკვეთი.
მებაღეობის სატრენინგო და სადემონსტრაციო ცენტრის (HTDC) განლაგება

HTDC-ის შემოთავაზებული სამართლებრივი სტრუქტურა:
IAZ გეგმავს, დააარსოს არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (NNLE), იმისათვის, რომ მოიწვიოს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრები და აგრომასალების მომწოდებელი/მწარმოებელი კომპანიები HTDC-ის განვითარებაში ინვესტიციის განსახორციელებლად.
HTDC-ის განვითარების მხარდაჭერა:
საქართველოს მთავრობამ აიღო HTDC-ის განვითარებაში მხარდაჭერის ვალდებულება, მიწის ნაკვეთის გადაცემით, საჭირო ინფრასტრუქტურის ენერგორესურსების მიწოდებით და სასწავლო ცენტრის შენობის აშენებით.
