შემგროვებელი და ლოგისტიკური ცენტრი (CLC)

შემგროვებელ და ლოგისტიკურ ცენტრს (CLC) IAZ-ი განიხილავს, როგორც GHCD პროექტის უმნიშვნელოვანეს ასპექტს. CLC-ი მიზნად ისახავს სასათბურე კლასტერის წევრებისა და ტენანტების პროდუქციის შეგროვებას და არსებული პროდუქციისთვის (ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა და ყვავილები) დამატებითი ღირებულების მისანიჭებლად სათანადო ბაზის შექმნას,   ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე შუამავლების ჩართულობის გარეშე გატანის და საბაზრო ფასად გაყიდვის ორგანიზებას. უფრო მეტიც, ბაზრის კვლევის მუდმივად ჩატარებით, შემგროვებელი და ლოგისტიკური ცენტრი მიაწოდებს მის ბენეფიციარებს ინფორმაციას ბაზრის შესახებ და პროდუქციის მოცულობის გაზრდისა და ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე უკეთესი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, მხარს დაუჭერს სინდიკაციებს. 

მომსახურების სრული ჯაჭვის მიწოდება:

  • შეგროვება

  • გადარჩევა და დახარისხება

  • გარეცხვა

  • შეფუთვა

  • გაყიდვა

  • კვლევა და ბაზრის მონაცემების შეგროვება  

international-logistics-1024x349.jpg
international-logistics-1024x349.jpg
CLC - Arrow Chart ქართ +DATES_page-0001.jpg