ხშირად დასმული კითხვები

„იმერეთის აგრო ზონა“ უზრუნველყოფს შეკითხვების განხილვას და გასაჯაროვებას. კითხვებზე პასუხები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის  'FAQ' გვერდის საშუალებით.   

კითხვა: თუ არ ვაპირებ მიწის ნაკვეთის შეძენას სასათბურე წარმოებისთვის, თუმცა დაინტერესებული ვარ პროექტით, როგორც, მაგალითად, აგრო-მასალის მომწოდებელი, როგორ უნდა შევავსო საკონკურსო დანართები? 

პასუხი: გთხოვთ, შეავსოთ საკონკურსო დანართების სექციები, რომლებიც ეხება თქვენს შესაბამის ინტერესებს. სექციები, რომლებიც არ ეხმიანება თქვენს საქმიანობას, აღნიშნეთ შემდეგნაირად: 'არ ექვემდებარება შევსებას' - ამასთან ერთად, გთხოვთ წარმოადგინოთ მოკლე განმარტებითი ინფორმაცია. ასევე, თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ დამატებითი ინფორმაცია/ დოკუმენტები თქვენი კომპანიის შესახებ  ან/და თანმხლები წერილი.  

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეფასების კრიტერიუმები ეხება ყველა რესპონდენტს და უმჯობესია განმარტოთ, თუ როგორ უწყობს ხელს თქვენი (როგორც, მაგ. აგრო მასალის მომწოდებლის) როლი დასახული მიზნების შესრულებას.  

დამხმარე საქმიანობებისთვის მიწის ნაკვეთის ნომერთან დაკავშირებით: თქვენ არ გჭირდებათ ნაკვეთის ნომრის მითითება, რადგან IAZ აპირებს ამ ბიზნესის განთავსებას თავის სერვის ცენტრში 

კითხვა: როგორ შემოვიტანო განაცხადი, თუ ჯერ არ მაქვს გამოგზავნილი შევსებული და ხელმოწერილი საკონკურსო დანართი 2? 

პასუხი: მოცემული EoI ვადა ითვალისწინებს განაცხადების მიღებას არა-ვალდებულებითი ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, თუმცა ასევე გულისხმობს შევსებული და ხელმოწერილი ყველა საკონკურსო დანართის (საკონკურსო დანართები 1-5 და შემაჯამებელი მიმოხილვა) IAZ-ისთვის გაგზავნის მოქნილ შესაძლებლობას ოფიციალური EoI პროცესის დასრულების შემდეგაც. Დაგვიანების შემთხვევაში, საკონკურსო დანართები (საკონკურსო დანართები 1-5 და შემაჯამებელი მიმოხილვა) უნდა გაიგზავნოს IAZ-ის ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@iaz.ge 

კითხვა: არსებობს IAZ-ის სასათბურე მეურნეობების მშენებლობაში ჩართული კომპანიების საჯარო სია? 

პასუხი: ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიები, EPC კონტრაქტორები შეირჩევიან გამჭვირვალე ტენდერის გამოცხადების პროცედურის საფუძველზე, რომლის დაწყება დაგეგმილია 2022 წლის გაზაფხულისთვის. 

კითხვა: სად შემიძლია ინფორმაციის მოპოვება სექტორული ბრიფინგების შესახებ, თუ ვერ დავესწარი ბრიფინგებს? 

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სექტორული ბრიფინგების ჩანაწერები (ინგლისურად და ქართულად) და პრეზენტაციები ჩვენს ვებ-გვერდზე, ამ ბმულის მეშვეობით: https://www.iaz.ge/eoi-industry-briefings 

კითხვა: შეუძლიათ თუ არა, უცხოელ ინვესტორებს, შეიძინონ მიწის ნაკვეთები IAZ-ის სასათბურე მეურნეობების კლასტერში?

პასუხი: დიახ, IAZ-ს შეეძლება საქართველოს მთავრობის მიერ მისთვის გადაცემული 220 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე სუბიექტებზე.

გარდა იმისა, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა დარეგულირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრების შესახებ ორგანული კანონით, IAZ-ი აღჭურვილია სასათბურე მეურნეობების კლასტერის ფარგლებში, ინდივიდუალური მიწის ნაკვეთების გაყიდვის უფლებამოსილებით. აღნიშნული პროცედურა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ, და თავად IAZ-ის მიერ განსაზღვრულ რეგულაციებსა და მიღებული განაცხადების ინდივიდუალურად დადასტურების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პროცედურაზე. 

მყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ IAZ-ი ჩამოაყალიბებს არსებული მიწის ნაკვეთების შესყიდვის სპეციალურ პირობებს, რის მიხედვითაც, მყიდველები ვალდებულები იქნებიან, რომ იმოქმედონ პროექტის ფარგლებში დასახული მიზნების გათვალისწინებით. ასევე, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე ინვესტორებს, მოუწევთ დათანხმება IAZ-სათვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე პირველადი უარის უფლების მინიჭებაზე.

კითხვა: რას მივიღებ, თუ შევიძენ მიწას?

პასუხი: მიწის შესყიდვის შემთხვევაში, გადმოგეცემათ თქვენს მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთი გადმოგეცემათ კერძო საკუთრებაში, საქართველოს კანონმდებლობისა და IAZ-ისათვის დადგენილი რეგულაციების შესაბამისად.

IAZ-ი განავითარებს გარე ინფრასტრუქტურას - მაგ.: არსებული კომუნალური სერვისებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის გადატანის სამუშაოებს, რაც გულისხმობს არსებული ელექტროენერგიის ხაზების, ბუნებრივი აირის მილსადენის, საკანალიზაციო და წყალმომარაგების მილების გადატანას და ექსპლუატაციას. ასევე, შერჩეული მიწის ნაკვეთისათვს საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის: მწვანე საფარის (ხეების, ბუჩქების) მოშორებას და არსებული ნაგებობების მიწის ნაკვეთიდან მოშორებას.

IAZ-ის პროექტის ფარგლებში, ყველა ინვესტორი ისარგებლებს IAZ-ის მიერ ცენტრალიზირებულად მართული სერვისების მიწოდების საშუალებებით, მათ შორის: ხარისხის უზრუნველყოფის, სასაწყობე და ლოგისტიკური, აგრო-მასალების მომწოდებლებისა და მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის სერვისებით.

ინვესტორები ვალდებულები იქნებიან უზრუნველყონ, საერთო სარგებლობაში მყოფი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯების პროპორციული წილი. აღნიშნული, პროპორციულიად გადანაწილებული საექსპლუატაციო ვალდებულებები, განისაზღვრება RFP პროცესში.

თუ გადაწყვეტთ მიწის გრძელვადიანი იჯარით აღებას, აღნიშნული საერთო საექსპლუატაციო ვალდებულებები, პროპორციულად იქნება გათვალისწინებული იჯარის საფასურის დადგენილ განაკვეთში.

კითხვა: IAZ-ი უზრუნველყოფს თუ არა, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწყობას არსებულ მიწის ნაკვეთებთან?

პასუხი: დიახ, IAZ-ი, ინტერესთა გამოხატვის (EOI) ფარგლებში შეთავაზებული მიწის ნაკვეთების გარე ინფრასტრუქტურულ და მოსამზადებელ სამუშაოებს,  განახორციელებს ეტაპობრივად, 2022 წლის გაზაფხულიდან 2024 წლამდე, წინასწარ დადგენილი ორ ფაზიანი ბიზნეს გეგმის შესაბამისად.

კითხვა: რას ნიშნავს სექტორული ბრიფინგები?

პასუხი: სექტორული ბრიფინგები ნიშნავს ინფორმაციული ხასიათის შეხვედრების შესაძლებლობას, რომლის მიზანია, პროექტის მიმდინარეობასთან მიმართებით, დეტალური განხილვის ფორმატის უზრუნველყოფა და რესპონდენტებისათვის, ინტერესთა გამოხატვასთან (EoI) დაკავშირებული  ნებისმიერი სახის კითხვის დასმის საშუალების შექმნა. დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ იხილოთ ინტერესთა გამოხატვაზე (EoI) მოწვევის დოკუმენტის გვერდი 20.

სექტორული ბრიფინგების ჩატარება დაგეგმილია 7 აპრილს (ტრენინგის მომწოდებლები - HTDC), 8 აპრილს (ფერმერები და მესათბურე ინვესტორები), 12 აპრილს (დამხმარე საქმიანობები) და 14 აპრილს (IAZ-ის საერთო მართვა - O&M). თქვენთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოხდება მიმდინარედ.

სექტორულ ბრიფინგებში მონაწილეობის მისაღებად, თქვენ დაგჭირდებათ სათანადოდ შევსებული საკონკურსო დანართი 2-ის IAZ-ისათვის წარდგენა და მოწოდებულ განაცხადზე IAZ-ის მიერ გამოგზავნილი წერილობითი დასტური.

კითხვა: როგორ მივიღო მოწვევა სექტორულ ბრიფინგებზე?

პასუხი: სექტორულ ბრიფინგებზე მოწვევის მისაღებად, თქვენ უნდა შეავსოთ საკონკურსო დანართი N2 - რესპონდენტი კომპანიის ინფორმაცია. IAZ-ი განიხილავს თქვენს განაცხადს - ძირითადად მიღებიდან 2-3 სამუშაო დღეში, დაადასტურებს თქვენს შესაბამისობას და მოგცემთ წვდომას დახურულ დოკუმენტებზე ხელმოწერილი კონფიდენციალურობის შეთანხმების  (NDA) შესაბამისად.  

როგორც დადგენილი სტანდარტის შესაბამისი რესპონდენტი, თქვენ მოგენიჭებათ სექტორულ ბრიფინგებზე დასწრების უფლება, რომლებიც (პირველადი გეგმის მიხედვით) დაგეგმილია 2021 წლის 5-დან 12 აპრილის ჩათვლით. თქვენთვის დამატებითი ინფორმაციის მოწოდება მოხდება მიმდინარედ.

კითხვა: იმ შემთხვევაში თუ გამაჩნია სოფლის მეურნეობაში ბიზნეს ინტერესი, როგორ შევძლო ჩემთვის განკუთვნილი განაცხადის შევსება და წარმოდგენა?

პასუხი: IAZ-ი მიესალმება ინვესტორებს, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება და თვალნათლივი შესაძლებლობა, მათ მიერ შემოთავაზებული პროექტის რეალიზების, მაგალითად, სოფლის მეურნეობის დარგში, გაცხადებული ბიზნეს ინტერესების მეშვეობით - თუმცა, IAZ-ი ასევე იწვევს მსგავსი გამოცდილების არმქონე ინვესტორებსაც.

იმერეთის აგროზონის EoI ვებგვერდი, არის ის ადგილი სადაც შეიძლება მოახდინოთ განაცხადის შეტანა - გთხოვთ იხილოთ: https://www.iaz.ge/invitation-for-expression-of-intere და მიჰყევით ვებ გვერდზე მითითებულ პროცედურას.

კითხვა: თუ განაცხადი შემომაქვს კონსორციუმის სახელით, შემიძლია თუ არა კიდევ სხვა კონსორციუმისე ფარგლებში, ან ინდივიდუალურად, დამატებით კიდევ სხვა განაცხადის შემოტანა?

პასუხი: დიახ, შეგიძლიათ - არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული, ინდივიდუალური კომპანიების მონაწილეობაზე რანდენიმე კონსორციუმის ან  ცალკეული რესპონდენტების სახით.

თუმცა, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ გარემოებას, რომ როდესაც განაცხადი ივსება კონსორციუმის სახელით, განმცხადებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საკონკურსო დანართებში არსებული დეკლარაციის შევსება, საჭიროა კონსორციუმის ფარგლებში მოღვაწე თითოეული წევრის მიერ, რითაც კონსორციუმის დანარჩენი მონაწილეები დაადასტურებენ შეფასების პროცესში ჩართულობას.

კითხვა: რას მოიცავს IAZ-ის საერთო ინფრასტრუქტურა?

პასუხი: IAZ-ი განავითარებს გარე ინფრასტრუქტურას - მაგ.: უზრუნველყოფს კომუნალური მომსახურებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოებას, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, საკანალიზაციო და წყალმომარაგების მილსადენების გამარათვას და აღნიშნულის ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციას; ასევე ინდივიდუალური მიწის ნაკვეთების მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის: მწვანე საფარის (ხეების, ბუჩქების) მოშორებას და არსებული ნაგებობების მოშორებას.

IAZ-ი გარე ინფრასტრუქტურისა და ინტერესთა გამოხატვის (EOI) ფარგლებში შეთავაზებული მიწის ნაკვეთების მოსამზადებელ სამუშაოებს,  განახორციელებს ეტაპობრივად. გეგმა მოიცავს 2022 წლის გაზაფხულიდან 2024 წლამდე პერიოდს, წინასწარ დადგენილი ორფაზიანი ბიზნეს გეგმის მიხედვით.

IAZ-ის ყველა ინვესტორი ისარგებლებს ერთიანი, ცენტრალიზირებულად მართული მომსახურებების საშუალებებით, მათ შორის: ხარისხის უზრუნველყოფის, სასაწყობე და ლოგისტიკური, აგრო-მასალების მომწოდებლებისა და მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მიერ შემოთავაზებული სერვისებით.

კითხვა: შემიძლია თუ არა  ექსპლუატაციის მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების  პროცესში მონაწილეობა?

პასუხი: IAZ-ი განავითარებს და ოპერირებას გაუწევს თავად სასათბურე მეურნეობების კლასტერის ინფრასტრუქტურას და ცენტრალიზირებულად მართული მომსახურებების საშუალებებს მხოლოდ  საკუთარი მომხმარებლებისთვის, მათ შორის: ხარისხის უზრუნველყოფას, სასაწყობე და ლოგისტიკური, აგრო-მასალების მომწოდებლებისა და მებაღეობისათვის განკუთვნილ სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მიერ მიწოდებულ სერვისებს.

IAZ-სა და მის მიმხმარებლებს შორის  მომსახურებების სხვა და სხვა დონეების განსაზღვრა და შესაბამისი შეთანხმებების  ჩამოყალიბება მოხდება მიწოდებული სერვისების ტიპებისა და გაწეული მომსახურებების ფარგლებში, ასევე განისაზღვრება შესაბამისი დანახარჯის ოდენობაც.

IAZ-ის მიერ შემოთავაზებული სერვისების, მომხმარებლების მოლოდინების შესაბამისად, უწყვეტად მიწოდების გარანტირებისთვის, IAZ-ი უზრუნველყოფს საკონსულტაციო პროცესის არსებობას - მაგ.: მომხმარებლებისაგან და სხვა და სხვა სერვისების მომწოდებლებისაგან შემდგარი საკონსულტაციო ორგანოს ჩამოყალიბებით.

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში (EoI) გამოცხადებულ მოწვევაში მონაწილეობის მისაღებად?

პასუხი: IAZ-მა ჩამოაყალიბა მარტივი და გამჭვირვალე პროცესი, რათა EoI-ში მონაწილეობის საშუალება მიეცა, მაქსიმალურად ფართო შესაძლო სპექტრისათვის. სრული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. IAZ-თან კომუნიკაცია შესაძლებელია ორივე ენაზე, განმცხადებლის სურვილის მიხედვით.

განაცხადის შესატანად, საჭიროა პირველ რიგში IAZ EOI ვებგვერდზე გადასვლა: https://www.iaz.ge/invitation-for-expression-of-intere და იქ ასახული ინფორმაციის გაცნობა.

ამის შემდგომ, საჭიროა დოკუმენტაციის გადმოტვირთვა აღნიშნული ბმულიდან: https://www.iaz.ge/eoi-instruction

გაეცანით გადმოტვირთულ ინფორმაციას ზოგადი დებულებებისა და პირობების ჩათვლით. თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, შეავსეთ საკონკურსო დანართი 2 და გააგზავნეთ ის IAZ-ის ელექტორნულ ფოსტაზე eoi@iaz.ge

IAZ-ი განიხილავს საკონკურსო დანართ 2-ში თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას  და დაადასტურებს თქვენი (როგორც რესპონდენტის) შესაბამისობას - ძირითადად, შევსებული საკონკურსო დანართი 2-ის მიღებიდან 2-3 სამუშაო დღეში. დადასტურების შემდეგ თქვენ მოგეცემათ დახურულ ლინკთან წვდომა დამატებითი საპროექტო დოკუმენტაციის მისაღებად, სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაცია არსებული შესაძლებლობის შესახებ. 

როგორც დადგენილი სტანდარტის შესაბამისი რესპონდენტი, თქვენ მოგენიჭებათ სექტორულ ბრიფინგებზე დასწრების უფლება, რომლებიც (პირველადი გეგმის მიხედვით) დაგეგმილია 2021 წლის 5-დან 12 აპრილის ჩათვლით.

საბოლოო ეტაპზე, თქვენ უნდა შეავსოთ და IAZ-ს გადაუგზავნოთ დარჩენილი საკონკურსო დანართები და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია (თუ ჩათვლით საჭიროდ) EoI-ს დახურვის თარიღამდე, რომელიც ამჟამად განსაზღვრულია როგორც 2021 წლის 30 აპრილი, საქართველოს დროით 18:00.

კითხვა: რა დოკუმენტები უნდა წარვადგინო ინტერესთა გამოხატვაში (EoI) მონაწილეობის მისაღებად?

პასუხი: პირველი ნაბიჯია საკონკურსო დანართი 2-ის შევსება და IAZ-ისთვის გაგზავნა. მას შემდეგ, რაც თქვენ მიიღებთ წვდომას IAZ EoI-ის სრულ დოკუმენტაციაზე და სრულად გაეცნობით მას, მეორე ნაბიჯია დარჩენილი საკონკურსო დანართების შევსება და (თუ ჩათვლით საჭიროდ, სხვა დამატებით დოკუმენტაციის) IAZ-ისთვის გადაგზავნა EoI-ს დახურვის თარიღამდე, რომელიც ამჟამად განსაზღვრულია როგორც 2021 წლის 30 აპრილი, საქართველოს დროით 18:00.

კითხვა: შემიძლია მონაწილეობა მივიღო იმერეთის აგრო ზონის პროექტის განვითარებაში ინტერესთა გამოხატვის (EoI) პროცესში მონაწილეობის გარეშე?

პასუხი: დიახ, შეგიძლიათ. სრული საკონკურსო პროცესი შედგება პირველი (EoI) და მეორე (RfP) ეტაპებისგან. პროცესი ჩამოყალიბებულია გამჭვირვალეობისა და სამართლიანი პრონციპების სრული დაცვით და მართულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მომდევნო ეტაპში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ინტერესთა გამოხატვაზე (EoI) მოწვევაში მონაწილეობა არ არის სავალდებულო,.

ამის მიუხედავად, რეკომენდაციას ვაძლევთ ყველა პოტენციურ რესპონდენტს, რომ მიიღოს მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვის (EoI) პროცესში. როგორც IAZ-ის პოტენციური ინვესტორი და მომხმარებელი, თქვენ გაქვთ პირველადი წვდომა პროექტის სრულ და დეტალურ ინფორმაციაზე, გაქვთ შესაძლებლობა შეხვდეთ MEPA-ს, RDA-ს და IAZ-ის წარმომადგენლებს და პროექტის მრჩეველებს, სექტორულ ბრიფინგებზე დასწრების საშუალებით და ასევე გაქვთ საშუალება, რომ მეტად ღირებული უკუკავშირი დაამყაროთ IAZ-სთან, რაც უკვე ჩვენ დაგვეხმარება პროექტის იმ სახით ჩამოყალიბებაში, რომლითაც პოტენციური მომხმარებლები მიიღებენ სრულფასოვან სარგებელს.

კითხვა: რა ვალდებულებებს იღებს რესპონდენტი ინტერესთა გამოხატვაში (EoI) მონაწილეობის მიღების შემთხვევაში?

პასუხი: როგორც მოცემულია ზოგადი დებულებების და პირობების 4 მუხლში: „...ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევა არ წარმოადგენს სავალდებულო შეთავაზებას და არ ქმნის რაიმე იურიდიულ უფლებას ან მოვალეობას (მათ შორის კონტრაქტს) „იმერეთის აგრო ზონისათვის“ ან რესპონდენტებისთვის.“

მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, რესპონდენტები სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ EoI-ის პროცესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც მოიცავს საკონკურსო დანართ ‘შემაჯამებელ მიმოხილვაში და საკონკურსო დანართ 2-ში მოცემული დეკლარაციების სამართლებრივად ვალდებულებითი სახით და მოცემული ტექსტის შეუცვლელად შევსებას.

კითხვა: არასწორად შევსებული განაცხადის შემთხვევაში, არის თუ არა შესაძლებელი განაცხადის რედაქტირება?

პასუხი: თუ რესპონდენტი ნებისმიერ საკონკურსო დანართს შეავსებს არასწორად, მას შეუძლია სწორად შევსებული საკონკურსო დანართის თავიდან გამოგზავნა, EoI-ის პროცესის ოფიციალური პროცესის დახურვის თარიღამდე, რომელიც ამჟამად განსაზღვრულია როგორც 2021 წლის 30 აპრილი, საქართველოს დროით 18:00. აღნიშნული თარიღის შემდეგ, რესპონდენტებისგან მიღებული განაცხადები ჩაითვლება დაგვიანებულად.

კითხვა: თუ მაქვს სასათბურე მეურნეობა, შემიძლია გამოვიყენო ეს პროექტი წარმოების გაფართოებისთვის?

პასუხი: დიახ, შეგიძლიათ - ამავდროულად, არსებული გამოციდება და პროექტის განხორციელების დემონსტრირებული შესაძლებლობა (მაგ.: არსებული სასათბურე მეურნეობის წარმატებული მართვა) მოგცემთ შესაძლებლობას, მიიღოთ მაღალი შეფასება RFP პროცესის დასაწყისამდე.

კითხვა: აუცილებელია მქონდეს გამოცდილება ამ სფეროში, ინტერესთა გამოხატვაში (EoI) მონაწილეობის მისაღებად?

პასუხი: არა, არაა აუცილებელი - EoI ღიაა ყველა რესპონდენტისთვის, რომელსაც IAZ-ი ჩათვლის შესაფერისად, რაც დამოკიდებულია საკონკურსო დანართ 2-ში მოცემული კომპანიის ინფორმაციის შევსებაზე და კონფიდენციალურობის შეთანხმების ხელმოწერაზე.

მიუხედავად ამისა, რესპონდენტი არსებული გამოცდილებით და პროექტის განხორციელების დემონსტრირებული შესაძლებლობით მიიღებს უკეთეს შეფასებას RFP პროცესის დასაწყისამდე:

EoI-ის დახურვის შემდეგ, IAZ-ი შეაფასებს განაცხადებს. დეტალებისთვის, გთხოვთ იხილოთ EoI-ის სლაიდი 25. შეფასების ნაწილის სახით, IAZ-ი შეაფასებს  რესპონდენტის შესაძლებლობას და გამოცდილებას, მიაღწიოს შემოთავაზებული ინვესტიციის და დასაქმების მიზნებს.

კითხვა: თუ მონაწილეობას მივიღებ პროექტში, შესაძლებელია ვიყო MEPA-ს ან სოფლის განვითარების სააგენტოს სხვა პროგრამის ბენეფიციარი?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია - IAZ-ში მონაწილეობა არაა ორმხრივად ექსკლუზიური სხვა ნებისმიერ პროგრამასთან მიმართებით, რომლებიც შემოთავაზებულია MEPA-ს, RDA-ს ან სხვა სააგენტოების / ინსტიტუციების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას.

ასევე, IAZ-ის სასათბურე მეურნეობების კლასტერის ყველა ინვესტორი ისარგებლებს IAZ-ის მჭიდრო კავშირით განვითარების სააგენტოებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციებთან და ადგილობრივ ბანკებთან, რაც მათ მარტივ წვდომას მისცემს ტექნიკურ დახმარებაზე და დაფინანსების შესაძლებლობებზე.

822663503.webp