დამხმარე საქმიანობები

IAZ-ს აქვს ამბიცია, განახორციელოს საუკეთესო პრაქტიკის (best in class) სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი, მართვით, ოპერირებით და  ექსპლუატაციით უზრუნველყოს 220 ჰა ობიექტი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან IAZ, დამხმარე ბიზნესები, სასწავლო ცენტრი, ფერმერები და სასათბურე მეურნეობების ინვესტორები.

მთლიანი პროექტის განუყოფელ ნაწილად IAZ განიხილავს „ერთი-ფანჯრის“ პრინციპით მომსახურების მიწოდებას IAZ-ის კლიენტებისთვის, დამხმარე ბიზნესების მონაწილეობით, ესენია:

 

  • კომუნალური მომსახურების კომპანიები;

  • ლოგისტიკის პროვაიდერები; 

  • აგრო-მასალების მომწოდებელი კომპანიები; 

  • ბანკები; 

  • საცალო მოვაჭრეები.

აგრო-მასალების მომწოდებელი კომპანიები

  • პროდუქტებისა და სერვისების წარდგენა და გაყიდვა მოიჯარეებისთვის IAZ-ის სასათბურე კლასტერის საწარმოო ნაკვეთებზე - წყალტუბოსა და ბაღდათში.

  • პროდუქტებისა და სერვისების წარდგენა და გაყიდვა რეგიონში არსებულ ფერმერებზე, რომლთაც დაახლოებით საქართველოში წარმოებული მწვანილის 70% მოყავთ. 

146695288_264715805216747_5908773447659986603_n.png

ხარისხის უზრუნველყოფა, სერტიფიცირება და ლაბორატორიული ანალიზი

  • IAZ-ი იწვევს საერთაშორისო და ადგილობრივ ხარისხის უზრუნველყოფის კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტში და განიხილონ შესაძლებლობა გაუწიონ მომსახურება არა მხოლოდ IAZ-ის პოტენციურ ტენანტებს, არამედ ათასობით მცირე და საშუალო ფერმერებს და კოოპერატივებს..

iStock-949946968.jpg

საცალო მოვაჭრეები

  • IAZ-ის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტში მრავალი ბიზნესი იმუშავებს და დაახლოებით დასაქმდება 700-მდე ფიზიკური პირი. აღნიშნული ჯგუფი წარმოადგენს პოტენციურ კლიენტს საცალო მოვაჭრეებისათვის. 

CRS_RetailServices_Hero_shopcart.jpg

ბანკები

  • IAZ, მის ტერიტორიაზე მოქმედი ბიზნესები და თანამშრომლები მნიშვნელოვან ბიზნეს შესაძლებლობას წარმოადგენენ ბანკებისთვის. იმერეთის აგრო ზონას, მის ტერიტორიაზე მოქმედ ბიზნესებს და დასაქმებულ ადამიანებს დასჭირდებათ საბანკო და გადახდის სერვისების ფართო სპექტრი. როგორც „ერთი-ფანჯრის“ სერვისის პრინციპი, IAZ-ს დასჭირდება გაყიდვების წერტილის (POS) საშუალებები, სადებეტო/საკრედიტო ბარათით გადახდისთვის, მიმდინარე ანგარიშის მომსახურება,  შიდა და საერთაშორისო გადახდების მომსახურება და სხვ.

4f9b4010-6630-11eb-b2f9-bbda4fb3198f.jpg