კოოპერაცია განვითარების სააგენტოებთან

„იმერეთის აგრო ზონა“ და პროექტის კონსულტანტები თანამშრომლობენ არაერთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, კომერციულ ბანკებთან და განვითარების სააგენტოებთან, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას პროექტის მიმართ.

 

„იმერეთის აგრო ზონა“ მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა განვითარების სააგენტოებთან და გეგმავს, რომ გააფორმოს შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმები „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის მხარდაჭერის მიზნით. კერძოდ, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP). ასევე, ისრაელის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოსთან (MASHAV)

 

თავის მხრივ, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წლის მაისში ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებებს გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM), რომლებიც მხარს დაუჭერენ „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე კლასტერის მეურნეობების განვითარების პროექტს. ​

საქართველო, როგორც ბენეფიციარი იღებს დახმარებას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, განვითარების სააგენტოების, ევროკავშირისა და მსოფლიოს ბევრი ქვეყნების მხრიდან. „იმერეთის აგრო ზონა,“ ამჟამად და მომავალშიც, უზრუნველყოფს მსგავსი ორგანიზაციებისთვის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ასევე უზრუნველყოფს კვალიფიციური რესპოდენტების წვდომას მსგავს ორგანიზაციებთან. ასევე, "იმერეთის აგრო ზონა" განიხილავს რესპოდენტების მიერ წარმოდგენილ ინსტიტუციებთან თანმშრომლობის შესაძლებლობას.

1024px-USAID-Logo.svg.png
UNDP_edited.jpg
UNIDO.png
IFAD-removebg-preview.png
Enterprise_edited.png

კოოპერაცია IFI-ებთან

NEW IFI & IAZ Cooperation Structure GEO_page-0001.jpg

მიზანი:

  • კერძო და ინდივიდუალური მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის სესხების უზრუნველყოფა უშუალოდ IAZ-ის მეშვეობით IFI-ების მიერ დანერგილი შეთანხმებული სტანდარტებითა და პირობებით.

IFI & IAZ Cooperation Structure 02 GEO_page-0002.jpg

220 ჰექტრამდე სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის მთავარი აქცენტები:

​​

  • 220 ჰექტრამდე სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი კერძო ბენეფიციარებისთვის (მცირე, საშუალო და მსხვილი კერძო საწარმოებისთვის)

​​

  • სასათბურე კლასტერისთვის  ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება და პოტენციური კერძო ბენეფიციარებისთვის შეთავაზება, მიწის გასწორების, მისასვლელი და შიდა გზების,  ენერგიის წყაროების (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, წყალმომარაგება), სამელიორაციო და სადრენაჟე სისტემების ჩათვლით

​​

  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასათბურე წარმოების შემუშავება და შექმნა , საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების გათვალისწინებით.