ბანკები

შპს "იმერეთი აგრო ზონის" სასათბურე კლასტერის პროექტში დაახლოებით 100 საწარმო იმუშავებს და 700-ზე მეტი ფიზიკური პირი დასაქმდება. იმერეთის აგრო ზონას, პროექტში ჩართულ საწარმოებს და ფიზიკურ პირებს დასჭირდებათ კორპორაციული, კომერციული და სხვა საბანკო სერვისების სრული ასორტიმენტი. აღნიშნული საქმიანობები მოიცავს საშუალოვადიან და გრძელვადიან სესხებს, კაპიტალის მომსახურებას, POS მომსახურებას, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებას, ადგილობრივ და საერთაშორისო გადახდებს და სახელფასო ანაზღაურებისთვის საჭირო მომსახურებას.  

იმერეთის აგრო ზონა, პროქეტისათვის შრჩეულ ტერიტორიაზე მოქმედი ბიზნესები და დასაქმებული პირები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ბიზნეს შესაძლებლობას ბანკებისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი ბიზნესის გაფართოება საქართველოში. სწორად ამ შესაძლებლობის ხელშეწყობას ემსახურება იმერეთის აგრო ზონის ორმხრივი ურთიერთბა საქართველოში მოქმედ რამდენიმე ადგილობრივ ბანკთან.