4f9b4010-6630-11eb-b2f9-bbda4fb3198f.jpg

დამხმარე საქმიანობები

ზოგადი მიმოხილვა

იმერეთის აგრო ზონას აქვს ამბიცია, დანერგოს სასათბურე კლასტერის განვითარების საუკეთესო პრაქტიკა შემდეგი ღონისძიებებით: 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საწარმო საშუალებების დაფუძნებით და მისი ფუნქციონირებისა და მოვლა-შენახვის უზრუნველყოფით. ამ საწარმოო ტერიტორიას დაიკავებს იმერეთის აგროზონა, დამატებითი ბიზნესები, გადამზადების ცენტრი, 93-მდე ფერმერი და სასათბურე მეურნეობის ინვესტორები.

 

მთლიანი პროექტის არსებითი ნაწილის თანახმად, იმერეთის აგრო ზონა მიზნად ისახავს იმუშაოს ერთი ფანჯრის პრინციპით და იყოს მომსახურების მიმწოდებელი IAZ-ის მოიჯარეებისათვის, დამხმარე ბიზნესების მონაწილეობის მეშვეობით, მათ შორის, კომუნალური და ლოგისტიკური პროვაიდერების, სასოფლო-სამეურნეო ბიზნესების გაერთიანებების, ბანკების და საცალო მოვაჭრეთა ჩართულობით.

შეთავაზებული კომერციული სტრუქტურა

იმერეთის აგრო ზონის ფარგლებში მოქმედი დამხმარე ბიზნესების პროვაიდერები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი და თვითკმარი კომერციული ერთეულები. ამისთვის საგანგებოდ გამოიყო სივრცე, რომელიც ახლოსაა როგორც იმერეთის აგროზონის ცენტრალურ მისადგომთან, ისე მომსახურების სხვა ობიექტებთან. ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ შეიძინონ ან იჯარით აიღონ მიწის ნაკვეთები იმერეთის აგრო ზონისგან.

 

მფლობელობის უფლებამოსილებები

პროექტი განხორციელდება მფლობელობის  შესაბამისი დოკუმენტაციის და რეგულაციების თანახმად, რომელიც ეხება როგორც განვითარების, ისე სამუშაო ფაზას. დამხმარე სერვისების ფუნქციონირებისთვის საგანგებოდ გამოიყო მიწის ნაკვეთები.

 

გადაცემის მოთხოვნები

იმერეთის აგრო ზონა გარე ინფრასტრუქტურისა და ინტერესის გამოხატვის (EoI) ფარგლებში შეთავაზებული მიწის ნაკვეთების მოსამზადებელ სამუშაოებს  განახორციელებს ეტაპობრივად 2022 წლიდან 2024 წლამდე, წინასწარ დადგენილი ბიზნეს გეგმის  მიხედვით.

მოსალოდნელია, რომ დამხმარე სერვისების პროვაიდერები, რომლებსაც წინადადების წარდგენის (RfP) ეტაპზე დადებული დასკვნის მიხედვით გაუფორმდებათ ხელშეკრულებები, როგორც გამარჯვებულ პირებს, დაასრულებენ შესაბამისი სერვისების მიწოდებას, მიწის ნაკვეთების განვითარების პარალელურად, ეტაპობრივად, იმერეთის აგროზონის მიერ დადგენილი ფაზების მიხედვით.

შესაძლებლობა კომერციული განვითარებისათვის

93 ფერმერული და სასათბურე მეურნეობის ბიზნესთან წვდომის პრივილეგიასთან ერთად, რომლებიც იმერეთის აგრო ზონაში სრული განვითარების ეტაპზე იფუნქციონირებენ, დამხმარე სერვისების პროვაიდერებს შესაძლებლობა ექნებათ გააფართოვონ თავიანთი სერვისების მიწოდების ქსელი იმერეთის რეგიონის ფერმერების დიასპორაზეც.