top of page

ჩვენს შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, იმერეთის აგრო ზონა ახორციელებს სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა განახორციელოთ ინვესტიცია: იყიდოთ ინფრასტრუქტურით სრულად უზრუნველყოფილი მიწა საქართველოს დასავლეთ ნაწილში, იმერეთის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა იდეალური კლიმატითა და ნაყოფიერი ნიადაგით. შპს "იმერეთი აგრო ზონის" დამაარსებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო.

 

იმერეთის აგრო ზონის ტერიტორია დაყოფილია ორ ნაკვეთად: 159 ჰა წყალტუბოს და 61 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. ნაკვეთები ახლოსაა ცენტრალურ მაგისტრალთან, რკინიგზასთან, აეროპორტთან და საზღვაო პორტებთან, რაც განაპირობებს მარტივ წვდომას რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებთან.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს 220 ჰექტარ ფართობზე გარე და შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას, ნაკვეთის სრულ შემოღობვას, უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებას, ელექტროენერგიით, გაზით, სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგებასა და ცენტრალიზებული კანალიზაციის სისტემის მოწყობას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

Otar Shamugia.png

მოგესალმებით,

 

მოგეხსენებათ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) ძირითადი ფუნქციაა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ამ მიზნით, 2014 წლიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩაატარა კვლევები. გამოვლინდა და პრიორიტეტი მიენიჭა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორს, რომელთა განვითარებასაც უზრუნველყოფს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA).

 

კვლევების შედეგად, იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ პროექტად შეირჩა. სოფლის განვითარების სააგენტომ დააფუძნა იმერეთის აგრო ზონა (IAZ), რომელიც უზრუნველყოფს იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, 220 ჰა-ზე სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებას.

ოთარ შამუგია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

იაზ-ის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებას აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სრული მხარდაჭერა. პროექტის კონცეფცია პასუხობს სამინისტროს პოლიტიკის ყველა მთავარ მიზანს:

 

  • პროფესიული განათლების უზრუნველყოფა;

  • ადგილობრივი ბაზრების ათვისება;

  • საექსპორტო ბაზრების განვითარება;

  • ხარისხის უზრუნველყოფა და სერტიფიცირება;

  • მოთხოვნილი ენერგიისა და კომუნალური მომსახურების სათანადო მიწოდება;

  • წარმატებული ბიზნესის განვითარებისათვის ისეთი სერვისების მიწოდება, როგორებიცაა: აგრონომიული, ფინანსური, სამართლებრივი და საორგანიზაციო სახის საკონსულტაციო მომსახურება;

  • დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა;

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს და იმერეთის აგრო ზონის სახელით, მადლობას გიხდით პროექტისადმი გამოხატული ინტერესისათვის. ველით მჭიდრო თანამშრომლობას პოტენციურ ინვესტორებთან პროექტის წარმატებით დასრულებისათვის.

საწარმოო ნაკვეთები

ლოგისტიკა.jpg
IAZ LOG GEO.jpg

იმერეთის რეგიონის სოფლებში არსებული სათბურები

სოფლები.jpg
bottom of page